|
2025-11-17 14:25:33, 600 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს ადამიანური კაპიტალის მართვის კურსი დაემატა
საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას და მათ განვითარებაზე ორიენტირებული ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს. ამჯერად, საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმა Businesscourse.ge-ს ახალი, ადამიანური კაპიტალის ანგარიშგების კურსი დაემატა. კურსს საკონსულტაციო კომპანია EVA-ს დამფუძნებელი, სალომე არღვლიანი გაუძღვება. ინფორმაციისთვის, Businesscourse.ge საქართველოს ბანკის შემეცნებით-საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც ბიზნეს 360°-ის მნიშვნელოვანი ნაწილია. „ბიზნეს 360°“ აერთიანებს ყველა იმ შესაძლებლობას, რომელსაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო რესურსები, ინდივიდუალური პროგრამები, შეთავაზებები, სექტორული ანალიზები და სხვა. თქვენი ბიზნესის წარმატებას თითოეული თანამშრომელი განაპირობებს. იმისათვის, რომ გაიგოთ, რა როლი აქვთ მათ თქვენი ბიზნესის წარმატებაში, საჭიროა აწარმოოთ ადამიანური კაპიტალის ანგარიშგება კონკრეტული HR მეტრიკების გამოყენებით. თუ როგორ უნდა გამოიყენოთ ეს მონაცემები თქვენი ბიზნესის სტრატეგიულ გადაწყვეტილებებში, ამას ბიზნესკურსში დეტალურად გაიგებთ. კურსი 6 მოდულისგან შედგება, რომლის ფარგლებშიც განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
აღსანიშნავია, კურსები ვიდეო ლექციების ფორმატშია ხელმისაწვდომი, რაც შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან მიიღოს ცოდნა სხვადასხვა თემაზე. პლატფორმაზე უკვე 60-ზე მეტი კურსია ხელმისაწვდომი ფინანსების, მარკეტინგის, ბუღალტერიის, ბიზნესის მართვის საფუძვლებისა და სხვა საკითხების შესახებ. მეტი ინფორმაციისთვის და ბიზნესკურსზე დასარეგისტრირებლად ეწვიეთ ბმულს.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)