|
2025-11-16 14:36:37, 1720 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილის პარლამენტი 2,9 მილიონ ლარად 25 უახლეს ავტომობილს იყიდის
პარლამენტი 2,9 მილიონ ლარად 25 ავტომობილს იყიდის - მანქანები არ უნდა იყოს შავი ფერის. საქართველოს პარლამენტის აპარატმა 25 ერთეული I კლასის მსუბუქი, სედანის ტიპის, ჰიბრიდული ავტომობილების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 2 999 375 ლარია ანუ, ერთ ავტომობილში პარლამენტი მაქსიმუმ 119 ათას 975 ლარს გადაიხდის. დოკუმენტის მიხედვით, ამ თანხაში შედის გეგმური მომსახურების ღირებულებაც 150 000 კილომეტრზე. მანქანები არ უნდა იყოს შავი ფერის. „შემოთავაზებული ავტომობილები უნდა იყოს არაუადრეს 2025 წლის გამოშვების, ექსპლუატაციაში არმყოფი [გარბენი არაუმეტეს 200 კმ], ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო და განბაჟებული… ავტომობილის ფლობის ღირებულების ზღვრული ოდენობა დგინდება 150 000 კილომეტრზე გარანტიის მოქმედების პერიოდში, შესასყიდი სერვისების/ნაწილების, ავტომობილისა და საწვავის ფასის ერთობლიობით" | აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტში. ტენდერში წინადადებების მიღება 2025 წლის 11 დეკემბერს დაიწყება და ხუთ დღეში, 16 დეკემბერს დასრულდება. ივანიშვილის პარლამენტმა ავტოპარკი 2024 წელს განაახლა. მათ 6 712 230 ლარის ავტომობილი იყიდეს.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)