21:56 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-16 12:22:23, 862 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - „იგლ ჰილსის" პროექტით, კრწანისსა და გონიოში იქმნება უმაღლესი სტანდარტების ინფრასტრუქტურა,

„იგლ ჰილსის" პროექტით, კრწანისსა და გონიოში იქმნება უმაღლესი სტანდარტების ინფრასტრუქტურა, რომელიც როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ისე საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს საუკეთესო გარემოს შესთავაზებს, - ამის შესახებ ოცნების პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც მან განაცხადა, მსხვილი ინვესტიციის ჩადებაა დაგეგმილი გონიოს იახტ-მარინას, ასევე კომერციული და რეკრეაციული სივრცეების მშენებლობასა და განვითარებაში.

„კამპანიაში ჩართული პირები აცხადებენ, რომ შენდება მილიონი კვადრატული მეტრი და ამ მასშტაბის მშენებლობა 6.6 მილიარდი დოლარის ინვესტიციას არ საჭიროებს. ეს თეზისი იმთავითვე ტყუილზეა აგებული, რადგან კრწანისსა და გონიოში 850 ჰექტარ მიწაზე სინამდვილეში არა მილიონი, არამედ 2.4 მილიონი კვადრატული მეტრის მშენებლობაა დაგეგმილი. საცხოვრებელი სივრცეები უმაღლესი სტანდარტებით შენდება და ის მყიდველს უმაღლესი სტანდარტის რემონტით ბარდება. ამასთან, საცხოვრებელი სივრცეები პროექტის დაახლოებით ნახევარს შეადგენს, მეორე ნახევარი კი კომერციულ სივრცეებს ეთმობა, რომლის მშენებლობის ღირებულება ერთ კვადრატულ მეტრზე გაცილებით მაღალია. მსხვილი ინვესტიციის ჩადებაა დაგეგმილი გონიოს იახტ-მარინას, ასევე კომერციული და რეკრეაციული სივრცეების მშენებლობასა და განვითარებაში. კრწანისის ტყე-პარკს, რომელიც დღეს მძიმე მდგომარეობაშია და რომლის რეაბილიტაცია სახელმწიფოს 150 მილიონ ლარზე მეტი დაუჯდებოდა, ახალი მწვანე სივრცეები დაემატება. მთლიანობაში, ეს არ არის სტანდარტული დეველოპერული პროექტი, რომლის ფარგლებში სტანდარტული კორპუსები შენდება და ბინები იყიდება. კრწანისსა და გონიოში იქმნება უმაღლესი სტანდარტების ინფრასტრუქტურა, რომელიც როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ისე საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს საუკეთესო გარემოს შესთავაზებს. ასეთ პირობებში, საქმეში ჩახედული ნებისმიერი ადამიანი დამეთანხმება, რომ ინვესტიციის ჯამი აბსოლუტურად რეალურ გაანგარიშებაზეა დაფუძნებული", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics