06:22 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-25 13:56:18, 497 ნახვა

საზოგადოება
თანამედროვე სკვერი კორპუსის ნაცვლად - საბურთალოზე GULF-ი ახალ სკვერს მოაწყობს

კომპანია „სანპეტროლიუმ ჯორჯია“  საბურთალოს რაიონში ახალ სკვერს მოაწყობს.  „სანპეტროლიუმ ჯორჯია“ პირველია იმ კომპანიებს შორის, რომელმაც სურვილი გამოთქვა თავისი წვლილი შეეტანა თბილისში არსებული მწვანე ზონების გამწვანებისა და კეთილმოწყობის პროცესში.

როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, მემორანდუმს, რომელიც ბიზნეს კომპანიის მიერ ალ. ყაზბეგის N27-თან არსებული ტერიტორიის კეთილმოწყობას ითვალისწინებს, საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ და  კომპანია „სანპეტროლიუმ ჯორჯიას“ მარკეტინგის ვიცე-პრეზიდენტმა ნინო ჯიბლაძემ მოაწერეს ხელი. ღონისძიებაზე პროექტის სამუშაო ვერსიის ჩვენებაც გაიმართა.

მათივე ინფორმაციით, მემორანდუმი გამგეობასა და „სანპეტროლიუმ ჯორჯიას“ შორის ინფრასტრუქტურის მიმართულებით თანამშრომლობის პირველი ეტაპია. მემორანდუმის პირობების თანახმად, დიზაინის პროექტი, რომელიც კომპანიამ მოამზადა, ქ.თბილისის მერიას წარედგინება და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება ტერიტორიის კეთილმოწყობა. აგრეთვე, გაიმართება დიზაინის პროექტის საჯარო განხილვა, რომელსაც საბურთალოს საზოგადოებრივი საბჭოს წევრები და დაინტერესებული მოქალაქეები დაესწრებიან.

კომპანია გალფი შერჩეულ ტერიტორიაზე სავარჯიშო და სათამაშო მოედნების, ასევე დასასვენებელი ზონის მოწყობის პროექტს სრულად დააფინანსებს. ტერიტორიის გამწვანებაზე კი ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის სპეციალისტები იმუშავებენ.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ერთი წლის წინ მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა იყო დაგეგმილი, რასაც ადგილობრივი მოსახლეობა პროტესტით შეხვდა. მერიის ინიციატივით, ადგილმონაცვლეობის პრინციპით, მიწის ნაკვეთი თვითმმართველის საკუთრებაში დაბრუნდა.

სულ მალე კი ყაზბეგის გამზირს კეთილმოწყობილი სკვერი შეემატება.

შეხვედრას საზოგადოებრივი საბჭოს წევრები, ადგილობრივი მცხოვრებლები, N52-ე საჯარო სკოლის დირექტორი და პარლამენტის თავმჯდომარის ბიუროს ხელმძღვანელი ესწრებოდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics