|
2025-11-14 11:59:33, 1466 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ტექნოლოგიური ღონისძიება Touch Summit 2025 გაიმართება
საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, ინოვაციების, სტარტაპ ეკოსისტემისა და ტექნოლოგიური განათლების მხარდაჭერას აქტიურად აგრძელებს. ბანკის პარტნიორობით, 5–6 დეკემბერს რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ღონისძიება - Touch Summit 2025 გაიმართება. ღონისძიების მიზანია საქართველოსა და კავკასიის რეგიონში ახალი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება და ადგილობრივი პროფესიონალებისა და სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობა. ის სტარტაპერებს, ინოვატორებს, დიზაინერებსა და ლიდერებს აერთიანებს, რომლებიც კავკასიის რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ ქმნიან ცვლილებებს. Touch Summit საქართველოში მერვედ ტარდება. წლევანდელი სამიტის მთავარი თემაა: SPARKLE THE CHANGE და მის ფარგლებში დაგეგმილია Keynote სესიები, პანელური დისკუსიები, ვორქშოფები, სტარტაპ ექსპო, Pitch Competition, ნეთვორქინგ სესიები და სხვა. ღონისძიებას 1000-ზე მეტი დელეგატი და 10 ქვეყნიდან 60-ზე მეტი სპიკერი დაესწრება. სპიკერებს შორის არიან წამყვანი სპეციალისტები, ისეთი კომპანიებიდან როგორიცაა: META, NVIDIA, Google MENA, Miro & Pygma, Future & Innovation,Taikonauten, The Point Labs, LePub და სხვა. Touch Summit-ის ბილეთების შეძენა შესაძლებელია მხოლოდ ოფიციალურ ვებგვერდზე. ინფორმაციისთვის, სამიტზე დასასწრები ბილეთის საქართველოს ბანკის PLUS ბარათით შეძენისას 15%-იან, ხოლო SOLO ბარათით 20%- იან ქეშბექს მიიღებთ. ღონისძიების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)