21:56 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-13 19:06:42, 647 ნახვა

პოლიტიკა
NHC: რეპრესიების ასეთი კამპანია საქართველოში საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ არ გვინახავს

ნორვეგიული არასამთავრობო ორგანიზაცია „ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი” ეხმაურება „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მიერ თავისუფალი მედიის ჯილდოს მიღებას და აცხადებს, რომ მზიას საქმე არის დამოუკიდებელი, სიმბოლო კრიტიკული ხმების მიმართ შევიწროების, დაშინებისა და რეპრესიების ფართო კამპანიისა, როგორიც საქართველოში საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ არ გვინახავს.

ჯილდოზე მზია ამაღლობელი სწორედ „ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტმა” წარადგინა.

ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი წერს, რომ საქართველოში დამოუკიდებლობის მოპოვების, ანუ 1991 წლის შემდეგ პირველად პოლიტიკური პატიმრების რაოდენობა იზრდება.

ორგანიზაციის განცხადებაში ასევე წერია, რომ 100-ზე მეტი დემონსტრანტი ადმინისტრაციული წესით დააკავეს გზის გადაკეტვისა და ნიღბის ტარების გამო.

„ქართულმა ოცნებამ“ ყურადღება უნდა მიაქციოს ქართული საზოგადოების ნათელ მოთხოვნას – დარჩეს ევროკავშირის გზაზე”. – წერს კომიტეტი.

გენერალური მდივანი ლინდენმანი კი დასძენს, რომ „ოცნებამ” უნდა გააუქმოს ფუნდამენტური უფლებების შემზღუდავი კანონები, გაათავისუფლოს ყველა ადამიანი, რომელიც დაკავებულია გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლების განხორციელებისთვის და უზრუნველყოს, რომ მშვიდობიანი მომიტინგეების დაშინებაში ან შეურაცხყოფაში პასუხისმგებელი პირები პასუხისგებაში მიეცნენ”.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics