06:18 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-25 13:39:10, 598 ნახვა

საზოგადოება
„PPP მოდელის გამოყენებით, ჩვენ მივიღებთ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ საავადმყოფოებს“

თბილისში სამი საავადმყოფოს მმართველობა საჯარო და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის მოდელით(ანუ PPP მოდელი) განხორციელდება. საპარტნიორო ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში ყველაზე მისაღები და პერსპექტიული კონსორციუმ „ალფამედიკის“ მიერ შეთავაზებული წინადადებები აღმოჩნდა. კონსორციუმში გაერთიანებულია ისეთი ცნობილი კომპანიები, როგორიცაა FMK-ი, Keppie-ი, The Health Partnership-ი და FESP-ი. ტენდერი გულისხმობს რესპუბლიკური საავადმყოფოს, ონკოლოგიური ცენტრისა და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს რეაბილიტაცია-მოდერნიზაციას. „ალფამედიკის“ პროექტი ითვალისწინებს ნახევარი მილიარდი ლარის ინვესტიციას. მოხდება სამედიცინო პერსონალის გადამზადება და საავადმყოფოების მაღალტექნოლოგიური აღჭურვა.

აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურა მემარცხენე ალიანსის” ლიდერი სოსო შატბერაშვილი:

კარგი იქნება, თუ ამ მოდელით მხოლოდ ბავშვთა ინფექციურს კი არა, ზოგადად, ინფექციურ საავადმყოფოსაც მიხედავენ. ამ მოდელის დანერგვა იქნება ხარჯთეფექტური და ვფიქრობ, უფრო რესურსეფექტურიც“.

სოსო შატბერაშვილმა, ასევე, ისაუბრა საზღვარგარეთ სამკურნალოდ წასვლის არსებულ ტენდენციაზე, რადგან საქართველოში შესაბამისი დიაგნოსტიკური ცენტრები არ არსებობს:

პერსონალის გადამზადება არ არის აუცილებელი. ჩემი აზრით, კონკურსი რომ გამოაცხადონ, ბევრ კარგ კადრს მიიღებენ. ბევრი პაციენტ საზღვარგარეთ მიდის, რადგან აქ არ არის კვალიფიციური დიაგნოსტიკური ცენტრები. ძალიან კარგია, აქაც თუ იქნება ისეთი საავადმყოფო, რომელიც აღჭურვილი იქნება თანამედროვე ტექნოლოგიებით. ქართველ პაციენტ არ უნდა მოუნდეს საზღვარგარეთ წასვალა.პირიქით, აქეთ უნდა ჩამოვიდნენ. მე მახსოვს, აკადემიკოს სიმონ ხეჩინაშვილთან რამდენი უცხოელი პაციენტი ჩამოდიოდა და იკეთებდა ყურის დაფის აპკის უნიკალურ ოპერაციას, – აღნიშნა სოსო შატბერაშვილმა.

„ახალი მემარჯვენეების“ წევრი მანანა ნაჭყებია გამოეხმაურა ამ საკითხს. მისი თქმით ამგვარი მოდელის დანერგვა პირველ რიგში სახელმწიფოს თანხების დაზოგვას შეუწყობს ხელს.

„ხარჯთეფექტურობის თვალსაზრისით, ჩვენთვის ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება შეიძლება იყოს. როდესაც ხაზს ვუსვამთ იმ ფაქტს, რომ საქართველოსთვის ამ ეტაპზე საყოველთაო დაზღვევის პროგრამა მნიშვნელოვანი იყო, იმასაც ვგულისხმობთ, რომ ამ პროგრამის ტრანსფორმირება აუცილებელია. სოციალურად მძიმე პირობებში მყოფი ხალხისთვის ეს კარგი გამოსავალია, მაგრამ სახელმწიფოს ძალიან დიდი დანახარჯები აქვს. რთულია, როდესაც ურთიერთობ მხოლოდ კერძო კომპანიებთან. სახელმწიფოსგან გამოყოფილი თანხების ხარჯზე, მათ რაც შეიძლება, მეტი მოგების მიღება სურთ. ამას ჯანდაცვის სამინისტროც აცნობიერებს. ამიტომ ერთობლივი თანამშრომლობის ფორმა მისაღებია. სახელმწიფოს გარკვეულწილად შეუძლია, გააკონტროლოს საკუთარი თანხები და თავის მხრივ, არც კერძო კომპანია გასწევს არამიზანმიმართულ ხარჯებს.“

ტენდერი შეეხება რესპუბლიკურ საავადმყოფოს, ონკოლოგიურ ცენტრსა და ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოს. მანანა ნაჭყებიამ ისაუბრა იმ შედეგებზე, რასაც აღნიშნული მოდელით მართვა მოუტანს ამ საავადმყოფოებს:

„საქართველოს ჯანდაცვის სისტემას დღეს აკლია მაღალი მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობის საავადმყოფოები.ისინი ვერანაირ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებენ. უკვე გაჩნდა რამდენიმე საავადმყოფო, სადაც მაღალი ტექნოლოგიებია დიაგნოსტიკის სფეროში, მაგრამ ეს საკმარისი არ არის.  მკურნალობა უნდა ხდებოდეს მაღალი ტექნოლოგიების პირობებში და მედიკამენტებიც მაღალი ხარისხის უნდა იყოს. ნახევარი მილიარდი მცირე ინვესტიცია არ არის და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ინვესტიცია სწორედ ამ სფეროში განხორციელდება. თუ სწორად წარიმართა ეს თანხა,  ჩვენ მივიღებთ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ საავადმყოფოებს. ვნახოთ, პრაქტიკა რას გვიჩვენებს,“ – განაცხადა მანანა ნაჭყებიამ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics