09:50 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-25 13:09:36, 501 ნახვა

პოლიტიკა
„მე საერთოდ ვერ გავიგე რა ბრძანა ბატონმა მეჭიაურმა“ - დეპუტატის განცხადებამ გუნდში დაბნეულობა გამოიწვია

თამაზ მეჭიაურის მოსაზრება ნამდვილად არ გამოხატავს არც ჩემს და არც ჩემს მახლობლად მყოფი ადამიანების აზრს, - ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თამაზ მეჭიაურის იმ განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, სადაც მეჭიაური ამბობს, რომ უმაღლესი თანამდებობის პირები, ვისზეც მაკრომპრომეტირებელი მასალა არსებობს უნდა გადადგნენ.

"მეჭიაურის ეს მოსაზრება ნამდვილად არ გამოხატავს არც ჩემს და არც ჩემს მახლობლად მყოფი ადამიანების აზრს. მე, საერთოდ ვერ გავიგე რა ბრძანა ბატონმა მეჭიაურმა. მგონი აქ არის კომუნიკაციის პრობლემა მისი მხრიდან, არ მგონია, რომ ის უნდა ეთქვა, რაც წამოცდა. თუ ასე ფიქრობს და მეჭიაური არის გულშემატკივარი ტერორიზმისა და თვითონ აქვს, შესაძლოა, რაიმე კადრები, ვერ გეტყვით, მაგრამ მე მგონია კომუნიკაციის პრობლემაა, რაღაც ისე ვერ თქვა ბატონმა თამაზმა", - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

მეჭიაურის განცხადებაზე კომენტარი არ გააკეთეს მთავრობის წევრებმა. მათ მხოლოდ ის განაცხადეს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება მათთვის მიუღებელია.

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ აღნიშნა, რომ ეს ძალიან ხმამაღალი განცხადებაა.

“ეს ისეთი ხმამაღალი განცხადებაა, დაზუსტებისათვის ისევ თამაზს უნდა კითხოთ, ჯობია ჩვენ ყველა ჩვენი საქმით დავკავდეთ“, - აღნიშნა სერგეენკომ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics