|
2016-03-25 13:05:07, 782 ნახვა
საზოგადოება
გაზზე მომუშავე ავტომობილების ინსპექტირება 1 იანვრამდე გადაიდო
გაზზე მომუშავე ავტომობილების ინსპექტირება 1 იანვრამდე გადაიდო. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. ქუმსიშვილის განმარტებით, აირბალონებზე მომუშავე ავტომობილების რეგლამენტში დამატებითი მოთხოვნები შევიდა, მათ შორის გამკაცრდა მოთხოვნები შემდგომში ინსპექტირების ჩამატარებელი ორგანოების მიმართ, რომლებსაც მისივე თქმით, გარკვეული მოწყობილობა-დანადგარების ქონა დაავალდებულეს. მინისტრის განცხადებით, სწორედ იმის გამო, რომ სათანადოდ არ არის მომზადებული ინფრასტრუქტურა, გაზზე მომუშავე ავტომობილების ინსპექტირება 1 იანვრიდან დაიწყება. „ორი რაღაც გავაკეთეთ აირბალონიანებთან მიმართებაში. პირველი, რომ რეგლამენტში შევიდა დამატებითი მოთხოვნები, მათ შორის გამკაცრდა მოთხოვნები შემდგომში ინსპექტირების ჩამატარებელი ორგანოების მიმართ. ისინი დავავალდებულეთ, რომ ჰქონდეთ გარკვეული მოწყობილობა-დანაგდარები, ასევე გამკაცრდა მოთხოვნები დაშორებასთან დაკავშირებით სხვა შენობებიდან, იმისათვის, რომ ავიცილოთ თვიდან უბედური შემთხვევა, გამომდინარე იქიდან, რომ 300 ათას ავტომობილს ეხება ეს საქმე და დღეს ჩვენი ანალიზით კერძო სექტორმა არ მოახდინა სერვისცენტრების შესაბამისად აღჭურვა, რომ სწორად გაეკეთებინათ ინსპექტირება, რომ არ მომხდარიყო საცობები, არ გამოგვეწვია ერთის მხრივ სამართლიანი უკმაყოფილება ჩვენი მოსახლეობის და მეორეს მხრივ არ არის მომზადებული ინფრასტრუქტურა, აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტლება, რომ ერთის მხრივ გავამკაცრეთ, მეორეს მხრივ 1 იანვრისთვის გადავწიეთ და 1 იანვრამდე ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი სერთიფიცირებული ინსპექტორი, ან შესაბამისი ინსტიტუტი გვყავდეს იმისათვის, რომ 1 იანვრიდან დავიწყოთ აირბალონიანი ავტომანქანების ინსპექტირება. 1 იანვარს, როდესაც ეს ძალაში შევა, იქაც იქნება, გაწერილი გრაფიკი წლოვანების მიხედვით, გარკვეული წლებიდან გამომდინარე, ავტომობილებს მოუწევთ პირველ რიგში შემოწმების გავლა და შემდგომ წამოვალთ აქედან, ეს არ იქნება ისე, რომ ერთჯერადად ყველას მოგვიწევს, თუმცა, ჩვენ ყველას უნდა გვქონდეს გათვითცნობიერებული, რომ ადამიანების სიცოცხლე და უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია”,-განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)