23:22 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-11 09:11:34, 492 ნახვა

პოლიტიკა
მზია ამაღლობელი ვენაში პოლ ვაიზის პრიზით დააჯილდოვეს

10 ნოემბერს ავსტრიის დედაქალაქში, ვენაში, პოლ ვაიზის პრემიით დააჯილდოვეს ამჟამად პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი .

აღნიშნული პრემია გაიცემა სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის, Courage2030-ის მიერ. პრემია სიმამაცისთვის გადაეცემათ იმ პირებსა და ორგანიზაციებს, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ადამიანის უფლებების დაცვაში, სხვადასხვა მიმართულებით.

მზია ამაღლობელს სიმამაცისთვის პრიზი გადაეცა ჟურნალისტიკის კატეგორიაში.

დაჯილდოების ცერემონიას ვენაში „ნეტგაზეთის“ მთავარი რედაქტორი ნესტან ცეცხლაძე და „ბათუმელების“ მთავარი რედაქტორი, ეთერ თურაძე ესწრებოდნენ.

პოლ ვაიზის ჯილდო დაარსდა რამდენიმე წელის წინ, ავსტრიელი, ჰოლოკოსტს გადარჩენილი იურისტის, პოლ ვაიზის პატივსაცემად.

პოლ ვაიზის ოჯახი 1938 წელს ვენიდან დახაუს ფაშისტურ საკონცენტრაციო ბანაკში იყო გადასახლებული, სადაც დაიღუპნენ მისი დედა და და. მან გადაწყვიტა მთელ ცხოვრება მიეძღვნა ლტოლვილების დაცვისათვის.  იგი გახდა საერთაშორისო სამართლის ექსპერტი, რომლის მთავარი მიზანი იყო ლტოლვილთა დახმარება. იყო ჟენევის ლტოლვილთა კონვენციის თანაავტორი, მნიშვნელოვანი საფუძველი ჩაუყარა საერთაშორისო სამართალს თავშესაფრის მოთხოვნასთან დაკავშირებით. თავისი მოღვაწეობით მან მილიონობით ლტოლვილს საშუალება მისცა, აეშენებინათ უსაფრთხო ახალი ცხოვრება ახალ სამშობლოში.

„ჩვენ მისია დავისახეთ, გვახსოვდეს ეს დიდი ავსტრიელი. ამიტომ, დავაარსეთ პოლ ვაიზის პრემია, რომელიც პატივს მიაგებს ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში შეტანილ გამორჩეულ წვლილს. ამით ჩვენ გვსურს ვაჩვენოთ, რომ ამ სამყაროში ჯერ კიდევ ბევრია გამბედაობის, ადამიანობის და თანაგრძნობის მაგალითები. და უამრავი ადამიანია, ვინც მთელი გულით უძღვნის თავს სხვების დახმარებას – ისევე, როგორც პოლ ვაიზი აკეთებდა ამას“ – ვკითხულობთ ვებგვერდზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics