|
2025-11-10 14:25:56, 592 ნახვა
პოლიტიკა
NGO-ები პარტიების აკრძალვაზე: ერთადერთი მტკიცებულება, რომელიც ამ ფუტურო სარჩელს ახლავს, არის კომისიის დასკვნა
არასამთავრობო ორგანიზაციების გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ საქართველოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვა პლურალისტული დემოკრატიის დახურვას ემსახურება. როგორც, იურისტმა ალექსანდრე ბარამიძემ თქვა, პარტიების ამკრძალავ სარჩელს თან ახლავს ეგრეთწოდებული დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა, რომელსაც ნებისმიერი მიუკერძოებელი ტრიბუნალი არ მიიღებდა, როგორც კანონით მოპოვებულ და სანდო მტკიცებულას. "როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ქართული ოცნების ე.წ პარლამენტის დეპუტაციამ, სულ 88 პარლამენტის წევრმა, ამასწინათ კონსტიტუციური სარჩელი შეიტანა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, რითაც ითხოვს სამი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის აკრძალვას და შესაბამისად, საქართველოში პლურალისტული დემოკრატიის დახურვას, ერთადერთი მტკიცებულება, რომელიც ამ თავისთავად ძალიან ფუტურო სარჩელს ახლავს, ეს არის პარლამენტის ეგრეთწოდებული დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა, რომლის კანონიერებაზეც მოგახსენებთ შემდეგს. ეს კომისია, რომელსაც საქართველოში იცნობენ, როგორც წულუკიანის კომისია, წულუკიანის კომისიის სახელით, შეიქმნა უკანონოდ იმიტომ, რომ იგი შეიქმნა კონსტიტუციის და პარლამენტის იმ დროს მოქმედი რეგლამენტის ძალიან მნიშვნელოვანი წესის დარღვევით, კერძოდ, საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად აუცილებელია, რომ საგამოძიებო კომისიაში იქნეს წარმოდგენილი ოპოზიციური პარტიები, ნახევარი მაინც, რადგან პარლამენტში იმ დროისთვის ოპოზიციური პარტიები უბრალოდ არ იყო წარმოდგენილი, სამმა მათგანმა უარი თქვა თავის მანდატებზე, ხოლო ერთმა მანდატებზე არ თქვა უარი, მაგრამ არ მუშაობდა პარლამეტში, შესაბამისად ოპოზიცია პარლამენტში იმ დროს არ იყო. რა გააკეთა ქართულმა ოცნებამ? თავისი რიგებიდან გაიყვანა გარკვეული წევრები, რათა შეექმნა ხელოვნურად ეგრეთწოდებული ვითომდა ოპოზიციური პარტიები, ეს არის კონსტიტუციის და რეგლამენტით დადგენილი წესის პირდაპირი და უხეში დარღვევა, შესაბამისად ამ პროცედურული დარღვევის საფუძველზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის დასკვნას არ გააჩნია კანონიერი, ლეგიტიმური საფუძველი. მეორე პრობლემა გახლავთ ის, რომ პარლამენტმა ამ დროებით საგამოძიებო კომისიას მიანიჭა მეტისმეტად ფართო უფლებამოსილებები, მეტისმეტად ფართო მანდატი, რომელიც შორს ცდება პარლამენტის რეგლამენტის მიერ დაგდენილ ჩარჩოებს. ნებისმიერი მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი ტრიბუნალი, სასამართლო ამისთანა კომისიის მიერ შექმნილ მტკიცებულებას არ მიიღებდა, როგორც კანონით მოპოვებულ და სანდო მტკიცებულებას. პარლამენტმა დროებითი საგამოძიებო კომისია შექმნა იმ დროს, როდესაც პარლამენტს ფაქტობრივად გაუქმებული აქვს საპარლამენტო კონტროლი და ეს იყო კონტროლის ერთადერთი მექანიზმი, რომელიც გამოყენებული იყო ოპოზიციის წინააღმდეგ, დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნის მთავარი არსი სწორედ ის უნდა იყოს, რომ აკონტროლოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ჩადენილი კანონდარღვევები და ამ შემთხვევაში ეს კომისია ოპოზიციის ჩართულობის გარეშე, გამოყენებულ იქნა სწორედ იმისთვის, რომ ფაქტობრივად თავიანთი ოპონენტებისგან განეიტრალებულიყო ქართული ოცნება. აქვე, ერთი რამ არის აღსანიშნავი, თუკი ჩვენ გადავხედავთ კომისიის საკმაოდ მოცულობით დასკვნას, იქ საუბარია იმ დანაშაულებზე, იმ საკმაოდ მძიმე დანაშაულებზეც, რომელიც გამოძიებულიც არის, რომლის გამოც სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაც იყო დაწესებული და აგეს პირებმა პასუხი, ერთადერთი მიზანი სწორედ ამ დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის იყო ის, რომ ოპოზიური პარტიები ჩამოეშორებინათ პოლიტიკური ცხოვრებისაგან, აგრეთვე აღსაშნავია, რომ პარლამენტმა მიიღო დადგენილება ამ დასკვნის შესაბამისად, რომლითაც სიტყვა-სიტყვით გადმოწერა ამ დასკვნის ერთი თავი და სწორედ ეს იქცა მთავარ მტკიცებულებად საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის წარსადგენად." - ნათქვამია განცხადებაში.
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)