|
2025-11-08 20:58:26, 1256 ნახვა
პოლიტიკა
გერმანიის საგარეოს პრესსპიკერი: ფიშერის გაწვევა მკაფიო სიგნალი იყო საქართველოს მთავრობისთვის
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა საერთაშორისო მედიასთან განაცხადა, ელჩ პიტერ ფიშერის კონსულტაციებისთვის გაწვევა "ძალიან მკაფიო დიპლომატიური სიგნალი იყო ქართული ხელმძღვანელობისთვის". მისივე თქმით, გერმანიის საგარეო უწყების მოლოდინია, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან ელჩის მიმართ პერსონალური თავდასხმები თავიდან იქნება არიდებული. საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა პარასკევს ასევე განაცხადა, რომ ფიშერი საქართველოში დაბრუნების შემდეგ "განაგრძობს თავის ერთგულ საქმიანობას", ხოლო საქართველოს მთავრობასთან ამ საკითხზე გაიმართა მოლაპარაკებები. "ჩვენ ახლა ქართულ ხელმძღვანელობას მისი ქმედებებით შევაფასებთ. ამით გამოვიტანთ შემდგომ დასკვნებს", - თქვა მან. შეგახსენებთ, რომ გერმანიამ პიტერ ფიშერი კონსულტაციებისთვის 19 ოქტომბერს გაიწვია.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)