|
2025-11-08 12:24:59, 1554 ნახვა
სამართალი
იურისტების ჯგუფი პროკურატურას მიმართავს მოსამართლე ბესარიონ ალავიძის ინტერვიუსთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს
იურისტების ჯგუფი პროკურატურას მიმართავს მოსამართლე ბესარიონ ალავიძის ინტერვიუსთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს. იურისტების თქმით, მოსამართლე დეტალურად საუბრობს წლების განმავლობაში სასამართლო სისტემაში არსებულ კორუფციასა და მართლმსაჯულებაში ჩარევის ფაქტებზე.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-100 მუხლით დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში გამომძიებელი, პროკურორი ვალდებული არიან დაიწყონ გამოძიება. ხოლო ამავე კოდექსის 101-ე მუხლით გამოძიების დაწყების საფუძველია დანაშაულის შესახებ ინფორმაცია, რომელიც გამომძიებელს ან პროკურორს მიაწოდეს, გამოვლინდა სისხლის სამართლის პროცესის დროს ან გამოქვეყნდა მასმედიაში. "აღსანიშნავია რომ 2025 წლის 28 ოქტომბერს შეტანილი იქნა განცხადება გენერალურ პროკურატურაში აღნიშნულ ვიდეო ინტერვიუზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით. აღნიშნულიდან გამომდინარე, იურისტების ჯგუფი მოუწოდებს პროკურატურას რომ შეასრულოს კანონით დაკისრებული ვალდებულება, დაიწყოს და ჯეროვნად წარმართოს გამოძიება სასამართლო სისტემაში არსებული კორუფციის ფაქტებზე. " - ხაზგასმულია იურისტების განცხადებაში. საჩივარს ხელს აწერენ იურისტები: კახა წიქარიშვილი, მაია ბაქრაძე, თამარ ლალიაშვილი, ირაკლი კორძახია, უჩა ნანუაშვილი, ირმა კაკიაშვილი , ლია მუხაშავრია, ირაკლი გაბრიჩიძე, თამარ გეგელია, ლევან თოთლაძე, ბესიკ ლოლაძე , მარი ჯაფარიძე და მარიამ ჩხეიძე.
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)