23:23 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-08 11:11:04, 481 ნახვა

პოლიტიკა
მძიმე ინფლაციის მიუხედავად ივანიშვილის წარმომადგენელი კობახიძე, ამტკიცებს, რომ საქართველოში მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპია

 საქართველოს ეკონომიკა სტაბილურად ვითარდება, გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი, ბოლო ოთხ წელში საქართველოს წლიური ეკონომიკური ზრდა საშუალოდ 9.7% იყო - ამის შესახებ "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩინურ CCTV-სთან, გადაცემა Leaders Talk-ში განაცხადა.

კობახიძის თქმით, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების წინსვლის შესახებ მოლაპარაკებების დასრულებით, საქართველოს შეუძლია კიდევ უფრო გააღრმაოს სავაჭრო პარტნიორობა ჩინეთთან.

„2018 წელს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, ჩვენ არსებითად წინ წავწიეთ სავაჭრო პარტნიორობა ჩინეთთან და ციფრები შთამბეჭდავია, ზრდა არის მართლაც თვალსაჩინო. რა თქმა უნდა, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების წინსვლის შესახებ მოლაპარაკებების დასრულებით, ჩვენ შეგვიძლია კიდევ უფრო გავაღრმავოთ სავაჭრო პარტნიორობა ჩინეთთან. ჩვენ გვსურს ჩინეთში ექსპორტის მოცულობის გაზრდა. საქართველოს ეკონომიკა სტაბილურად ვითარდება. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი. საქართველოს წლიური ეკონომიკური ზრდა საშუალოდ 9.7% იყო, ხოლო წელს, თუ პირველ სამ კვარტალს ავიღებთ, 7.7%-ია. ასე რომ, ჩვენ სწრაფად ვვითარდებით და ამ სწრაფი განვითარებით, რა თქმა უნდა, შეგვიძლია ჩინეთისთვის კიდევ უფრო საინტერესო პარტნიორი გავხდეთ. არსებობს მრავალი განსხვავებული სფერო, სადაც საქართველოში ინვესტიციები შეიძლება საინტერესო იყოს ჩინელი პარტნიორებისთვის. მაგალითად, ენერგეტიკის სექტორი, ტრანსპორტი და ლოჯისტიკა, ტურიზმი და მასპინძლობა. საქართველო ეკონომიკურ აქტორებს ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს სთავაზობს. ჩვენ ძალიან ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა გვაქვს. ჩვენ გვაქვს ძალიან დაბალი გადასახადები, ძალიან მარტივი საგადასახადო სისტემა, ნაკლები ბიუროკრატია საქართველოში ბიზნესის წარმოებისთვის. საქართველო ასევე ძალიან მაღალ პოზიციებზეა სხვადასხვა ინდექსში ბიზნესის კეთების სიმარტივის თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, რომ საქართველო შეიძლება იყოს ძალიან საინტერესო ადგილი ჩინური კომპანიებისთვის ქვეყანაში ინვესტიციების ჩასადებად და მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა შესთავაზოს მათ საუკეთესო შესაძლებლობები ინვესტიციებისთვის", - განაცხადა "ოცნების" პრემიერმა.

ცნობისთვის, 

საქსტატმა სექტემბრის თვის ინფლაციის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველოში ფასების დონე წინა წელთან შედარებით 4.8%-ით არის გაზრდილი. ეს 2023 წლის აპრილის შემდეგ ქვეყანაში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი ინფლაციაა.

საქსტატის თანახმად, ფასების ზრდა ძირითადად სურსათის ჯგუფის გაძვირებას უკავშირდება, რადგანაც ამ ჯგუფში ფასები წლიურად 11.9%-ით არის მომატებული.

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 11.9 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 3.89 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (25.0 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (19.5 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (16.4 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (15.1 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (12.8 პროცენტი), თევზეული (11.3 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (11.3 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (10.2 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (8.7 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (4.1 პროცენტი);

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 9.0 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.76 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა საავადმყოფოების მომსახურების (9.4 პროცენტი), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (9.2 პროცენტი) და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (8.1 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.1 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.26 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (6.0 პროცენტი), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (2.4 პროცენტი).

ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები შემცირდა 2.1 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე -0.26 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-3.2 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (-0.9 პროცენტი). ამასთან, ფასები გაზრდილია სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (0.7 პროცენტით).





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics