|
2025-11-08 10:54:21, 608 ნახვა
მსოფლიო
შესაძლოა, ტრამპმა უნგრეთს რუსეთისგან ენერგორესურსების შეძენის უფლება მისცეს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შესაძლოა უნგრეთს რუსული ენერგორესურსების შესყიდვის გაგრძელების უფლება მისცეს სანქციების მიუხედავად. ტრამპმა ეს განცხადება ვაშინგტონში უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან შეხვედრის დროს გააკეთა. „ჩვენ ამ ვარიანტს განვიხილავთ, რადგან მისთვის (ორბანისთვის - TMT) ძალიან რთულია ნავთობისა და გაზის სხვა რეგიონებიდან მიღება. მათ არ აქვთ ზღვაზე წვდომის უპირატესობა“, - თქვა ტრამპმა (ციტირებულია Bloomberg-ის მიერ). ამერიკის პრეზიდენტმა ასევე დაადანაშაულა ევროკავშირის სხვა ქვეყნები რუსული ენერგორესურსების შესყიდვის გაგრძელებაში. „მე ძალიან შეშფოთებული ვარ ამით, რადგან ჩვენ ვეხმარებით მათ და ისინი მიდიან და რუსეთიდან ყიდულობენ ნავთობსა და გაზს“, - თქვა მან. ვიქტორ ორბანმა, თავის მხრივ, ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსული ენერგორესურსები უნგრეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მისი თქმით, ქვეყანა ფიზიკურად არის დამოკიდებული მილსადენებით მომარაგებაზე და ალტერნატიული მარშრუტები არ გააჩნია. „მილსადენი არ არის იდეოლოგიური ან პოლიტიკური საკითხი. ეს ფიზიკური რეალობაა, რადგან ჩვენ პორტი არ გვაქვს“, - თქვა ორბანმა. ოქტომბერში შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“, მოსკოვის მიერ უკრაინაში ომის დასრულებაზე უარის თქმის საპასუხოდ. ქვეყნები და კომპანიები, რომლებიც მათგან ნავთობის შეძენას განაგრძობენ, მეორადი სანქციების რისკის ქვეშ არიან. ამ ფონზე, ორბანი ვაშინგტონისგან გამონაკლისის მიღებას ითხოვს უნგრეთისთვის, ასახელებს ქვეყნის კრიტიკულ ეკონომიკურ დამოკიდებულებას რუსულ მარაგებზე. ამასობაში, უნგრეთის უმსხვილესმა ნავთობისა და გაზის კომპანიამ, MOL-მა, განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში, მას შეეძლება რუსული ნავთობის უმეტესი მოცულობის სხვა წყაროებიდან მარაგებით ჩანაცვლება. თუმცა, კომპანიამ ადრე მხარი დაუჭირა ორბანის მთავრობის პოზიციას და რუსული ენერგორესურსების ჩანაცვლება „პრაქტიკულად შეუძლებლად“ შეაფასა. CREA-ს ანალიტიკური ცენტრის მონაცემებით, უნგრეთი და სლოვაკეთი ევროკავშირის ბოლო ქვეყნები არიან, რომლებიც კვლავ რუსული ნავთობის იმპორტს ახორციელებენ. სექტემბერში მათ „დრუჟბას“ მილსადენის მეშვეობით 311 მილიონი ევროს ღირებულების ნედლი ნავთობი მიიღეს, რომლის 53% უნგრეთიდან (166 მილიონი ევრო) და 47% სლოვაკეთიდან (145 მილიონი ევრო) მოდიოდა. ამასობაში, მიუხედავად იმისა, რომ რუსული ნავთობის წილი ევროკავშირის მთლიან იმპორტში 2021 წლის 26%-დან 2024 წლის 3%-მდე შემცირდა, უნგრეთმა კი პირიქით, თავისი წილი 61%-დან 86%-მდე გაზარდა. სლოვაკეთი, სადაც MOL-ს ერთადერთი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ეკუთვნის, 100%-ით რუსეთიდან მოწოდებაზეა დამოკიდებული.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)