|
2025-11-07 16:15:40, 787 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკის მობილბანკში თბილისი მოლის ციფრული სასაჩუქრე ბარათი ხელმისაწვდომია
საქართველოს ბანკი, როგორც მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკი, სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესებას განაგრძობს. ამ მიზნით, მობილბანკს კიდევ ერთი ფუნქციონალი დაემატა — ახლა უკვე თბილისის მოლის ციფრული სასაჩუქრე ბარათების შეძენა პირდაპირ მობილბანკიდანაა შესაძლებელი. ციფრული ბარათის გაგზავნა სასურველ ადრესატთან მარტივად, მომენტალურად, მხოლოდ მობილურის ნომრის მითითებით შეიძლება. მომხმარებლებს ასევე შეუძლიათ ბარათის დიზაინის შერჩევა და მისალოცი ტექსტის დამატება, რაც საჩუქარს კიდევ უფრო პერსონალიზებულს ხდის. თბილისი მოლის ციფრული ვაუჩერის მთავარი უპირატესობა თავისუფალი არჩევანია — ბარათის მფლობელს შეუძლია იშოპინგოს არა კონკრეტულ მაღაზიაში, არამედ მთლიანად სავაჭრო ცენტრში მდებარე ნებისმიერ ობიექტში და ისარგებლოს მრავალფეროვანი ბრენდების შეთავაზებით. „მოხარულები ვართ, რომ მობილბანკში ციფრული სასაჩუქრე ბარათების მოდული კიდევ უფრო ფართოვდება. მომხმარებლებისთვის კომფორტული, სწრაფი და მრავალფეროვანი მომსახურების შეთავაზება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. თბილისის მოლის ციფრული სასაჩუქრე ბარათის დამატებით, ჩვენ მომხმარებლებს ვაძლევთ შესაძლებლობას, საყვარელ ადამიანებს მრავალფეროვანი არჩევანი შესთავაზონ”, — აღნიშნავენ საქართველოს ბანკში. ინფორმაციისთვის, შეძენილი ბარათის დამატება შესაძლებელია ციფრულ საფულეში (Wallet), ხოლო ადრესატი შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად იმისა, სარგებლობს თუ არა ის საქართველოს ბანკის მობილბანკით. თბილისის მოლის პარტნიორ მაღაზიებში სასურველი ნივთის საფასურის გადახდა კი Wallet-იდანვე შეიძლება. გადმოწერე მობილბანკი და გაუგზავნე ციფრული სასაჩუქრე ბარათი საყვარელ ადამიანებს მარტივად.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)