00:54 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-06 15:08:38, 555 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - ევროკავშირის მიერ გაკეთებული განცხადებები მხოლოდ ტყუილი და სიცრუეა, წახალისებაა ბოროტებისა და ძალადობრივი ჯგუფების

„მათ მიერ გაკეთებული განცხადებები მხოლოდ და მხოლოდ ტყუილი და სიცრუეა, წახალისებაა ბოროტებისა და ძალადობრივი ჯგუფების. ჩვენ, რა თქმა უნდა, ასეთი ევროპა არ აგვირჩევია“, - ამის შესახებ დღეს თბილისის მერმა ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის ანგარიშზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, არჩევანი, რომელიც ქართელმა ხალხმა გააკეთა, არის არა ევროპული ბიუროკრატია, არამედ სამართლიანობა, ობიექტური დამოკიდებულება, ქართველი ხალხისა და საქართველოს პატივისცემა.

„განცხადებებს, რასაც ვისმენთ, ძირითადად, სიცრუით არის გაჯერებული, ყველაფერი დაფუძნებულია ტყუილზე. როდესაც ხდება სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან ქვეყნის ჯანსაღი შეფასება პოლიტიკის გარეშე, რა თქმა უნდა, საქართველო ყოველთვის არის მოწინავე ქვეყანა კანდიდატ ქვეყნებს შორის და თუნდაც ზოგიერთ ევროპულ სახელმწიფოზე წინ არის რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით, ეკონომიკური განვითარებით, ბიზნესის კეთების სიმარტივით და ბევრი სხვა კრიტერიუმია, სადაც საქართველო მოწინავეა. როგორც კი პოლიტიკური ნარატივი შემოდის, რა თქმა უნდა, მაშინვე ვისმენთ სიცრუესა და მუქარას. ბევრჯერ გაგვიკეთებია განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევანი, რომელიც ჩვენმა ხალხმა გააკეთა, ეს არ არის ევროპული ბიუროკრატია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე შეფასებით, პირველ რიგში, საჭიროა სამართლიანი დამოკიდებულება ქვეყნის, ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს მიმართ.

„ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ ევროპულ მომავალზე, თუმცა, პირველ რიგში, გვჭირდება სამართლიანობა და სამართლიანი დამოკიდებულება, ქვეყნის, ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს პატივისცემა. გვინდა ქვეყანაში ევროპული კანონებით ცხოვრება და არა ევროპული ბიუროკრატია, რასაც ბოლო წლების განმავლობაში ვხედავთ, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. მათ მიერ გაკეთებული განცხადებები მხოლოდ და მხოლოდ ტყუილი და სიცრუეა, წახალისებაა ბოროტებისა და ძალადობრივი ჯგუფების. ჩვენ, რა თქმა უნდა, ასეთი ევროპა არ აგვირჩევია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას რაც შეეხება, თბილისის მერი აცხადებს, რომ  მთელი კამპანია იყო გაჩაღებული, რომ „როგორმე სასამართლო სისტემა ჯიბეში ჩაედოთ“.

„არ გამოვა, მეგობრებო, სასამართლო და ქვეყანა იქნება დამოუკიდებელი. ჩვენ შევინარჩუნებთ ჩვენს სუვერენიტეტს. ერთია, რას საუბრობენ საქართველოსთან დაკავშირებით და მეორეა ფაქტი. ფაქტი ის არის, რომ ქვეყანა წინ მიდის, ეკონომიკა ვითარდება, მიუხედავად მოწოდებებისა და მუქარებისა, ჩვენი პრინციპული პოზიციით და ქვეყნის ინეტერესებიდან გამომდინარე, შევინარჩუნეთ მშვიდობა, რასაც მოაქვს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics