|
2025-11-05 22:46:59, 874 ნახვა
პოლიტიკა
ევროკომისიამ სომხეთს ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა გადასცა
სომხეთსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ დაწყებული მოლაპარაკებებიდან ერთი წლის შემდეგ, ევროკომისიამ სომხეთს ვიზალიბერალიზაციის გეგმა გადასცა. დოკუმენტში მოცემულია ის ვალდებულებები, რომლებიც სომხეთმა უნდა დააკმაყოფილოს უვიზო მიმოსვლის ამოქმედებამდე. სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრიS არპინე სარქისიანის თქმით, სამოქმედო გეგმა მოქალაქეთა მობილურობისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების კუთხით ჩასატარებელი რეფორმების სტრატეგიულ ჩარჩოს წარმოადგენს. სამოქმედო გეგმის წარდგენა მოჰყვა სომხეთსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ ოფიციალური მოლაპარაკებების დაწყებას 2024 წლის სექტემბერში. სომხეთი ვიზალიბერალიზაციის პროცესის დაწყებას "ისტორიულ მოვლენას" უწოდებს და აცხადებს, რომ ამით სომხეთი EU-ში გაწევრიანებისკენ ხელშესახებ ნაბიჯს დგამს.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)