06:34 - 22 Oct, 2026
|
2025-11-04 17:06:17, 935 ნახვა
პოლიტიკა
მარტა კოსი - ევროკომისია მიიჩნევს, რომ საქართველოს შემთხვევაში კანდიდატის სტატუსისგან მხოლოდ სახელი დარჩა
საქართველოს განგრძობითი უკუსვლის ფონზე, კომისია მიიჩნევს, რომ საქართველოს შემთხვევაში კანდიდატის სტატუსისგან მხოლოდ სახელი დარჩა, - ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა ევროპარლამენტში 2025 წლის გაფართოების ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. „გასული წლის ევროკომისიის დასკვნის შემდეგ, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებებმა გამოიწვია გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერება და საქართველოს განგრძობითი უკუსვლის ფონზე, კომისია მიიჩნევს რომ საქართველოს შემთხვევაში კანდიდატის სტატუსისგან მხოლოდ სახელი დარჩა“, - განაცხადა მარტა კოსმა. ცნობისთვის, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტზე, 2025 წლის გაფართოების შესახებ ანგარიშს უსმენენ, რომელსაც ევროკომისარი მარტა კოსი წარადგენს.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)