|
2025-11-04 13:04:44, 470 ნახვა
ეკონომიკა
კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის პროექტ STEM სკოლაში მეექვსე ნაკადის მიღებაზე 1500 -ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა
კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის პროექტ STEM სკოლაში, მეექვსე ნაკადის, 2025 წლის შემოდგომის მიღებაზე, განაცხადების რეკორდული რაოდენობა შემოვიდა. ახალ ნაკადზე 1500-ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა. მისაღები გამოცდის შედეგების საფუძველზე STEM სკოლაში, პირველ მოდულზე 250 მოსწავლე ჩაირიცხა. საუკეთესო შედეგის მქონე 30 მოსწავლემ საქართველოს ბანკის 100%-იანი სტიპენდია მოიპოვა, ხოლო ნაწილობრივი, 50%-ანი დაფინანსება კი 15-მა მოსწავლემ მიიღო. მეტი ინფორმაცია STEM სკოლის შესახებ ხელმისაწვდომია ბმულზე შეგახსენებთ, საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში VII-XI კლასის მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ, STEM სკოლის ერთწლიან პროგრამის გავლისას მიიღონ როგორც თეორიული, ასევე, პრაქტიკული ცოდნა მეცნიერების, მათემატიკის, ინჟინერიისა და ტექნოლოგიების მიმართულებით და დაეუფლონ ყველაზე მოთხოვნად - მომავლის პროფესიების საფუძვლებს. პროექტის ფარგლებში, სასწავლო პროცესი დისტანციურად მიმდინარეობს, რაც შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს, გაკვეთილებს ნებისმიერი ლოკაციიდან დაესწრონ. ამასთან, განათლებაზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გასაზრდელად, საქართველოს ბანკი ყოველწლიურად 90 მოსწავლეს უფინანსებს სწავლას- მათგან 60 უმაღლესი ქულის მქონე ახალგაზრდა სწავლის 100%-იან დაფინანსებას, 30 მათგანი კი 50%-იან გრანტს იღებს. საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში სწავლის სურვილი 7000-ზე მეტმა მოსწავლემ გამოთქვა, სკოლას უკვე 1500-ზე მეტი მოსწავლე ჰყავს, რომელთაგან 300 საქართველოს ბანკის სტიპენდიატი გახდა. ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდია ადგილობრივ უნივერსიტეტებში; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს csr.bog.ge
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)