|
2025-11-04 12:59:38, 658 ნახვა
პოლიტიკა
შსს-მ აფგან სადიგოვი გზის გადაკეტვის მიზეზით 275 000 ლარით დააჯარიმა
თბილისში მცხოვრები აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფაგან სადიგოვი შსს-მ გზის გადაკეტვის საფუძველზე 275 000 ლარით დააჯარიმა. ამის შესახებ ინფორმაციას “სოციალური სამართლიანობის ცენტრი” ავრცელებს. შეგახსენებთ, 2025 წლის 23 ოქტომბერს სასამართლომ აფგან სადიგოვი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო – მას ბრალად ედებოდა გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა. გადაწყვეტილებით, სადიგოვს 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. ის მარნეულის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან ხვალ, 5 ნოემბერს, საღამოს 19:20-ზე უნდა გათავისუფლდეს. „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ინფორმაციით, სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გაირკვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ სადიგოვი იმავე მიზეზით დამატებით 55-ჯერ დააჯარიმა 5 000- 5 000 ლარით. ცენტრის განმარტებით, ეს ჯარიმები მას 2025 წლის 29 ივლისიდან 17 ოქტომბრამდე პერიოდში ერიცხებოდა, თუმცა აღნიშნულზე სადიგოვისთვის არავის ჰქონია შეტყობინება.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)