|
2025-11-04 12:55:30, 723 ნახვა
პოლიტიკა
არქიმანდრიტ დოროთეს შემდეგ, საპატრიარქოში არქიმანდრიტი ილია თოლორაია დაიბარეს
არქიმანდრიტი ილია თოლორაია ამბობს, რომ 5 ნოემბერს, 13:00 საათზე საპატრიარქოში დაიბარეს. ის ამბობს, რომ აპირებს მისვლას და მზადაა, ყველა იმ კითხვას გასცეს პასუხი, რომელიც მასთან მიმართებით აქვთ. არქიმანდრიტი საპატრიარქოში დაბარებას მეუფე შიოსთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებულ განცხადებას უკავშირებს. "გუშინ დამირეკა მამა მიქაელმა, ბოტკოველმა და მითხრა, რომ ოთხშაბათს, პირველ საათზე, მეუფე შიოს, მეუფე თეოდორეს უნდათ შენთან გასაუბრება. სავარაუდოდ, დაბარებული ვარ იმაზე, რომ მეუფე შიოზე ვთქვი სიტყვა ეგზარქოსი. თვითონ სიტყვა ეგზარქოსი მმართველს ნიშნავს, არის ეპისკოპოსი, უბრალოდ, ეპისკოპოსი, რომელიც რუსეთის მხარეს დგას. უბრალოდ, მე ჩემს სიტყვებს არ ვიბრუნებ. ეს მე ვთქვი იმიტომ, რომ როდესაც მე დავინახე ქუჩაში ახალგაზრდებს, ჟურნალისტებს, ქალებს, ბიჭებს, მოხუცებს სცემდნენ, ასისხლიანებდნენ და მეუფისგან ერთი სიტყვა არ გამიგია, რომ ნუ აკეთებთ ამას... ვინ იყვნენ ეს ახალგაზრდები, რომლებიც გამოსულები იყვნენ? გამოსულები იყვნენ რუსეთის საწინააღმდეგოდ. ერთი სიტყვა არ გამიგია მეუფისგან, რომ რუსეთი ოკუპანტია და რუსეთი საქართველოს მტერია. სად დგახართ, მეუფევ? რუსეთის მხარეს თუ საქართველოს მხარეს? მე ამაზე პასუხს ვაგებ", - ამბობს ის TV პირველთან.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)