|
2025-11-01 23:06:32, 1202 ნახვა
პოლიტიკა
“რეპორტიორები საზღვრების გარეშე” პრესის თავისუფლების მტაცებელთა 2025 წლის სიაში ოლიქარქი ივანიშვილი შეიყვანა
ვლადიმერ პუტინის, ალექსანდრ ლუკაშენკოს, სი ძინპინისა და სხვების გევრდით RFS-მა (“რეპორტიორები საზღვრების გარეშე”) პრესის თავისუფლების მტაცებელთა 2025 წლის სიაში ბიძინა ივანიშვილი შეიყვანა. „პრესის თავისუფლების მტაცებლების 2025 წლის სია” წარმოადგენს RSF-ის მიერ ყოველწლიურად გამოქვეყნებული “მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსის” კონტრნაწილს. ინდექსი აფასებს პრესის თავისუფლების მდგომარეობას მსოფლიოს მასშტაბით, ხოლო “მტაცებელთა სია” გამოყოფს მათ, ვინც მედიის თავისუფლებას ფეხქვეშ თელავს. სია სხვადასხვა ინდიკატორის მიხედვით ხუთ კატეგორიადაა დაყოფილი: პოლიტიკური, უსაფრთხოების, ეკონომიკური, სამართლებრივი და სოციალური. ბიძნა ივანიშვილი არის მათ გვერდით, ვინც ფინანსურად ანადგურებენ მედიას. “ვინაიდან ისინი ზღუდავენ საინფორმაციო მედიას ან მათზე თვითნებურად ახდენენ სამართლებრივ ზეწოლას, ბრენდან კარი (აშშ-ის ფედერალური კომუნიკაციების კომისიის (FCC) ხელმძღვანელი), ვიცე-პროკურორი სენგ ჰინგი (კამბოჯა) და ქართველი მილიარდერი ოლიგარქი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი შედიან 2025 წლის მტაცებლების ამ სიაში”.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)