06:17 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-24 19:34:43, 3960 ნახვა

საზოგადოება
ტიენსი-უნიკალური გამაჯანსაღებელი პროდუქტები პირდაპირ ბუნებიდან

კომპანია  "ტიენსმა" საკუთარი გამაჯანსაღებელი სისტემა შეიმუშავა,  რომელიც  ორგანიზმის მხარდაჭერით, სილამაზის შენარჩუნებითა და გარემოს გაუმჯობესებით ხასიათდება.   „ გაწმენდა, შევსება, რეგულაცია, ბალანსირება“- კომპანიამ ჩინური მედიცინის კონცეფციები უახლეს საწარმოო ტექნოლოგიებთან გააერთიანა. ის  ქმნის ახალი პროდუქციის ხაზებს სხვადასხვა კატეგორიაში, როგორიცაა ფუნქციონალური საკვები, გამაჯანსაღებელი აპარატურა, კოსმეტიკური პროდუქცია,  სახლის მოვლის საშუალებები. 

კომპანია "ტიენსის" წარმომადგენლებმა- ირმა ელბაქიძემ, მარინა ურუშაძემ და დაჩი ჯიქიამ  TV ობიექტივზე ციცი გურიელის გადაცემაში "იმედით გამოწვდილი ხელები",  ანუ ყველაფერი შეზღუდულ შესაძლებლობებზე, დეტალურად ისაუბრეს კომპანიის  უნიკალურ გამაჯანსაღებელ ბიო პროდუქტებზე, ჰიგიენურ საშუალებებზე და აპარატურაზე:

"ეს პროდუქცია ემსახურება იმას, რასაც ჰქვია ჯანმრთელობის რეზერვის მაქსიმალური ამოქმედება ორგანიზმში. ბედნიერი ვარ და ძალიან მიხარია, რომ დღეს საქართველოში ჯანმრთელობის ბაზარზე ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ვისარგებლოთ ისეთი უნიკალური პროდუქციით, რასაც ჰქვია ორგანიზმის ფუქნციონალური საკვები. კომპანია "ტიენსი" მოგვევლინა ზუსტად ამ პროდუქციის შემომტანად საქართველოს ჯანმრთელობის ბაზარზე. შშმ  პირებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჯანმრთელობის რეზერვი ჰქონდეთ კარგ მდგომარეობაში. ამას აკეთებს ორგანიზმის ფუნქციონალური საკვები. ეს არ არის მედიკამენტი, ეს არ არის ქიმიური პრეპარატი და  არის ის აუცილებელი, რაც ითვლება ორგანიზმში საშენ სტრუქტურულ მასალად, აძლევს ორგანიზმს სწორი ნივთიერებათა ცვლის პროცესების წარმართვის საშუალებას, აძლევს იმინურ სისტემას კომფორტული მუშაობის საშუალებას. ეს არის უნიკალურად დამუშავებული პროდუქტი, მორგებული ორგანიზმის მოთხოვნილებას და ის მთლიანად აღმოფხვრის საშენი მასალის დეფიციტს და აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას. შედეგები არის ზოგჯერ გასაოგნებელი, ზოგჯერ დაჯერებაც კი გვიჭირს იმისა, თუ რამდენად სწრაფად შეგვიძლია მივიღოთ ის ეფექტები, რისთვისაც ჩვენ ვიბრძვით. ესაა მცენარეული და ცხოველური წამროშობის პროდუქტი და არ გააჩნია ასაკობრივი ცენზი, არ აქვს ალერგიული რეაქციები. არ არის პროდუქციაზე მიჩვევის, დამოკიდებულების მომენტი. პროდუქცია მუშაობს იმაზე, რომ გასუფთავდეს ორგანიზმი სრულფასოვნად. კომპანიას აქვს პროდუქტი, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ ადაპტირებულ საბავშვო კალციუმს, რომელიც ნამდვილად შეიძლება ჩაითვალოს ძალიან სერიოზულ იმუნოკორექტორად. საბავშვო კალციუმი არაა მხოლოდ კალცის შემცველი, ის ყველა საჭირო ამინომჟავას შეიცავს.

 ჩვენი ანტილიპიდური ჩაი, პროდუქტი, რომელსაც შეუძლია ძალიან სერიოზულად მოახდინოს შიდა ქარის წნევის რეგულაციის მომენტები.

ნებისმიერი ნევროლოგიური სიმპტომის დროს შეიძლება ამის მიღება. იმდენად სწრაფად იძლევა შეღავათის მომენტს, რომ ხანდახან გაოცებული ვრჩებით ჩვენ თვითონ ექიმებიც კი. 

ანტილიპიდურ ჩაისთან ერთად, ჩვენი საბავშვო კალციუმი არის ძალიან სერიოზული კომპლექსი პროდუქციისა, რომელიც მიეხმარება ამ ადამიანებს პრობლემის მოგვარებაში. ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი პროდუქციის დამატება, როგორიცაა ბიოთუთია, რომელიც ყველა ანალიზატორის მოქმედებაში ღებულობს მონაწილეობას. აღარაფერს ვამბობს ისეთ პრუდუქტებზე, რომელიც პირდაპირ არის მიმართული იმუნიტეტის ამაღლებაზე. ბავშვები იქნება,  თუ მოზრდილები, არ აქვს მნიშვნელობა.

ჩვენ გვაქვს ასევე ანთების საწინააღმდეგო საშუალება, რომელიც მუშაობს როგორც ანტიბიოტიკი, მაგრამ ანტიბიოტიკისგან განსხვავებით, ახდენს ალერგიული ფონის კარგ ალაგებას, გორმონალური ფონის კარგ რეგულაციას, საკუთარი მიკროფლორის კარგ აქტივაციას, რაც პირიქით ხდება ანტიბიოტიკების შემთხვევაში. კორდიცეფსი არის ძალიან ძლიერი იმუნომოდერატორი, ანთების საწინააღმდეგო პროდუქტი, ალერგიული ფონისთვის ძალიან აქტუალური პროდუქტი, ვისაც ასთმა აწუხებს. 

პროდუქტ სპირულინას- ჩვენ ვეძახით საკვებს ჩვენი ნაწლავური ფლორისთვის, ის არის უნივერსალური ცილის წყარო. მოგეხსენებათ შშმ პირები ფიზიკურად აქტიურები ვერ იქნებიან, ვერ ახერხებენ სრულფასოვან ნივთიერებათა ცვლის პროცესებს და სპირულინას მიწოდება მათთვის (ლურჯმწვანე წყალმცენარეა, რომელიც მსოფლიოში მხოლოდ სამ ტბაში იზრდება) მნიშვნელოვანია. კომპანია მხოლოდ ბუნებრივ ნედლეულს იყენებს. სპირულინას  ხშირად მწვანე სისხლად მოიხსენიებენ, იმდენად მდიდარია რკინით. იოდის შემცველობა, ამინომჟავების  შემცველობა, ანტიონკოლოგიური პროდუქტი, ესაა ბრძოლა სიბერის წინააღმდეგ და ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად. ეს არის ორგანიზმის სიძლიერე",-განაცხადა მარინა ურუშაძემ.

კვების კონსულტანტმა ირმა ელბაქიძემ კი, ყურადღება  სწორი კვების კულტურის დანერგვაზე,  ჯანმრთელი ცხოვრების წესზე გაამახვილა და "ტიენსის" უნიკალური პროდუქტების პრეზენტაცია გააკეთა: 

"ჩვენი მთავარი როლი, როდესაც ვმუშაობთ მომხმარებელთან არის ის, რომ პირველ რიგში,  დავნერგოთ სწორი კვების კულტურა, ჯანმრთელი ცხოვრების წესი, ძალიან სერიოზულ დეფიციტსს ვაწყდებით საჭირო მინერალების,  რაც კიდევ უფრო გამწვავებულია შშმ პირების შემთხვევაში.

კბილის პასტა-აბსოლუტურად ბუნებრივი კომპონენტებით, წყალიც კი გასუფთავებულია ბაქტერიებისგან და ბავშვსაც და დიდსაც რომ გადეყლაპოს არანირ ალერგიას, მოწამვლას, კუჭის აშლილობას არ იწვევს. ვისაც აქვს პრობლემა, რომ შეზღუდული უნარების გამო შეიძლება გამოხეხვის შემდეგ ვერ მოხდეს მისი უკან გამოტანა, არის არაჩვეულებრივი პროდუქტი. 135 გრამიანია, ოჯახს 5-6 თვე ყოფნის. ძალიან ცოტა უნდა დავადოთ ჯაგრისზე, ჯაგრისი თავად მოყვება. ასევე  კბილის პასტა მუშაობს ღრძილების პრობლემებზე, როგორიცაა სიხლდენები, სტომატიტი და ა.შ. კბილი აღნიშნული კბილის პასტით გახეხვის შემთხვევაში, 24 საათის გნმავლობაში ნადებსაც არ იკეთებს. 

თუთია-ესაა უნიკალური პროდუქტი გაცეიბის, ანთებების დროს, ასევე შეიძლება გამოიყენოს ადამიანმა, როგორც სიცხის დამწევი საშუალება.

მნიშვნელოვანი პროდუქტებია კალციუმი, ჩაი, შამპუნი და ბალზამი ბუნებრივი საშუალებებით ქაცვის ექსტრაქტი და ჭურჭლის სარეცხი საშუალება, რომელიც არის უფრო მეტად ბიოლოგიური. ერთი წყლის გადავლებით შორდება ის ჭურჭელს და ორგანიზმისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს",-აღნიშნა ირმა ელბაქიძემ.

უფრო დეტალურად პროდუქციას შეგიძლიათ შემდეგ ვებგვერდებზე გაეცნოთ: 

http://web.ge.tiens.com/product/productlist.ashx?category_id=15&pname=product/productlist.ashx&lid=23
http://web.ge.tiens.com/product/productlist.ashx?category_id=14&pname=product/productlist.ashx&lid=23
http://web.ge.tiens.com/product/productlist.ashx?category_id=13&pname=product/productlist.ashx&lid=23
http://web.ge.tiens.com/product/productlist.ashx?category_id=16&pname=product/productlist.ashx&lid=23

აღსანიშნავია, რომ "ტიენსში" ექიმის კონსულტაცია უფასოა:

" პროდუქციასაც საბითუმო ფასში მიიღებენ, მიიღებენ ფასდაკლების ბარათსაც",-დასძინა კომპანიის წარმომადგენელმა დაჩი ჯიქიამ.

ინფორმაციისთვის, TIENS Group- დაფუძნდა 1995 წელს, ჩინეთში , ქალაქ ტიანძინში.  მისი დამფუძნებელია  ლი ჯინ იუანი.საერთაშორისო ბაზარზე თავისი ექპანსია დაიწყო 1997 წელს. დღეს კომპანია წარმოადგენს მრავალეროვან კონგლომერატს, რომლის საამაყო აქტივებია სავაჭრო საქმიანობა, ფინანსები და უძრავი და მოძრავი ქონება.

TIENS Group- ი დღეისათვის მოიცავს მოღვაწეობის სხვადასხვა სპექტრს, როგორიცაა ბიოტექნოლოგიები, ჯანმრთელობის მენეჯმენტი, სასტუმროთა ქსელი და ტურიზმის ინდუსტრია, განათლლება და პროფესიული გადამზადება, ელექტრონული კომერცია, ფინანსური ინვესტიციები და უძრავი ქონება.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics