|
2025-10-30 12:45:44, 1027 ნახვა
პოლიტიკა
გვიანიძე: პირადი განცხადების საფუძველზე ვტოვებ საპარლამენტო სიასა და პარტიულ პოლიტიკას
პარტია გახარია საქართველოსთვის წევრის, აკაკი გვიამიძის განცხადებით, პარტიასა და საპარლამენტო სიას ტოვებს. გვიანიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მანდატსა და პარტიუკ პოლიტიკაზე უარს პირადი განცხადების საფუძველზე ამბობს. “დღეს ოფიციალურად ამოიწურა ჩემი მანდატის ვადა ბათუმის საკრებულოში. დიდი პატივი იყო მემსახურა საკრებულოში ჩვენი ქალაქისა და თანაქალაქელების ინტერესების სასიკეთოდ, რისთვისაც მადლობას ვუხდი ამომრჩეველსა და გუნდს, რომელმაც ამის შესაძლებლობა მომცა. ამ ეტაპისთვის ვემშვიდობები პარტიულ პოლიტიკასაც და პირადი განცხადების საფუძველზე ვტოვებ საპარლამენტო სიას. ვაპირებ მეტი დრო დავუთმო სწავლის გაგრძელებასა და პედაგოგიურ საქმიანობას. წარმატებას ვუსურვებ იმ ადამიანებს, ვის გვერდითაც ამ წლების განმავლობაში ვიბრძოდი მართალი საქმისთვის. ვრჩები აქტიურ მოქალაქედ და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილად. თითოეულ თქვენგანს კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას მხარდაჭერისა და გულშემატკივრობისთვის” - დაწერა გვიანიძემ სოციალურ ქსელში.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)