|
2025-10-29 12:25:18, 809 ნახვა
პოლიტიკა
სუს-ის თანამშრომლებს სახელმწიფოს კუთვნილი ბინა და სახლი საკუთრებაში გადაეცეთ
ივანიშვილის მთავრობის დადგენილებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) თანამშრომელს, რომელსაც საცხოვრებლად გადაცემული აქვს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ბინა, სახლი, დამხმარე ნაგებობებით და მიწის ნაკვეთით, სუს-ის შუამდგომლობის საფუძველზე, შესაძლოა საკუთრებაში გადაეცეთ. აღნიშნული ცვლილება ივანიშვილის მთავრობამ 2025 წლის 21 ოქტომბრის დადგენილებით "საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის წესში" შეიტანა. დადგენილებას ხელს ირაკლი კობახიძე აწერს. ახალი დადგენილებით წესის მე-9 მუხლი შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: "სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტით, მოსამსახურეს შესაძლებელია, საცხოვრებლად გადაეცეს სამსახურის ბალანსზე რიცხული, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ბინა, სახლი, დამხმარე ნაგებობებითა და მათზე მიმაგრებული მიწის ფართობით. სამსახურის გადაწყვეტილების არსებობის შემთხვევაში, საცხოვრებლად გადაცემული ქონება შესაძლებელია, გადაეცეს მოსამსახურეს საკუთრებაში, სამსახურის შუამდგომლობის საფუძველზე". აქამდე არსებული რედაქციით მე-9 მუხლი ითვალისწინებდა აღნიშნული ობიექტის სუს-ის უფროსის სამართლებრივი აქცით თანამშრორმლებსთვის სარგებლობაში გადაცემას და არა საკუთრებაში.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)