|
2025-10-29 11:00:27, 1079 ნახვა
ეკონომიკა
თბილისში რთველისის პირველი ბრენდ მაღაზია და ბარი გაიხსნა - ბაზისბანკი რთველისის ბიზნეს პარტნიორია
ბაზისბანკი აქტიურად აგრძელებს ქართული ბიზნესის მხარდაჭერას და განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ისეთი სტრატეგიული სექტორების განვითარებას, როგორიცაა ღვინის წარმოება, ტურიზმი და სტუმართმასპინძლობა, რაც ხელს უწყობს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას და რეგიონული პოტენციალის სრულად ათვისებას. ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელმა კომპანია რთველისმა თბილისში, სასტუმრო შერატონ გრანდ მეტეხი პალასის I სართულზე, თავისი პირველი კონცეპტუალური ბრენდ მაღაზია და ბარი გახსნა. პროექტი რთველისის საიმედო ფინანსური პარტნიორის, ბაზისბანკის მხარდაჭერით განხორციელება. რთველისის ახალი სივრცე უნიკალურ კონცეფციას აერთიანებს, სადაც მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს კომპანიის მიერ წარმოებული ღვინოები და ალკოჰოლური სასმელები, ამავდროულად კი ბარში დააგემოვნოს ღვინის დაფები. "ჩვენი მიზანი იყო შეგვექმნა ადგილი, რომელიც სცილდება ტრადიციული მაღაზიის ფარგლებს. ეს არის სივრცე, სადაც სტუმრები შეძლებენ დროის სასიამოვნოდ გატარებას, ახალი გემოების აღმოჩენას და ემოციებით სავსე საღამოების მოწყობას. სივრცე განკუთვნილია როგორც მეგობრებთან ერთად დასვენებისთვის, ასევე კორპორატიული წვეულებებისა თუ სხვადასხვა ღონისძიების მასპინძლობისთვის". - რთველისის გენერალური დირექტორი, თორნიკე ჭიკაძე. "ბაზისბანკისთვის, როგორც ქართული ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი მხარდამჭერისთვის, პრიორიტეტულია ისეთი პროექტების ხელშეწყობა, რომლებიც ხელს უწყობს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას და რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას. მოხარული ვართ, რომ ჩვენი პარტნიორობა კომპანია რთველისთან წლების განმავლობაში წარმატებით გრძელდება და ხელს ვუწყობთ განვითარების ყველა ეტაპზე ახალი, ინოვაციური გეგმების განხორციელების გზაზე". – ბაზისბანკის კომერციული დირექტორი, გიგი გაბუნია.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)