|
2025-10-28 14:04:57, 715 ნახვა
პოლიტიკა
მოსამართლემ ლევან ხაბეიშვილი პატიმრობაში დატოვა
თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის წევრის ლევან ხაბეიშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. სასამართლო სხდომაზე ლევან ხაბეიშვილის აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე იმსჯელეს, თუმცა მოსამართლემ ის კვლავ პატიმრობაში დატოვა. პროკურატურა მას ბრალად სდებს უკანონო ქმედების განხორციელების სანაცვლოდ ქრთამის დაპირებასა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას. 13 სექტემბერს მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ლევან ხაბეიშვილი 11 სექტემბერს დააკავეს. ის ფორმულას ეზოში აიყვანეს. ლევან ხაბეიშვილთან ერთად, სუს-ის თანამშრომლებმა დააკავეს მურთაზ ზოდელავაც, რომელიც დაკავებამდე ამბობდა, რომ ლევან ხაბეიშვილს და მას ტელეფონები წაართვეს. მურთაზ ზოდელავას ამ საქმეზე 25 000 ლარი გირაო შეუფარდეს.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)