08:09 - 04 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-27 19:46:26, 764 ნახვა

სამართალი
ბიუჯეტიდან დაეუფლა 4 111 054 ლარს – საგამოძიებომ 1 პირი დააკავა, 7-ის მიმართ დევნა დაიწყო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სოფლის განვითარების სააგენტოს გრანტიდან 4 111 054 ლარის უკანონოდ დაუფლებისთვის 24 ოქტომბერს ორგანიზებული ჯგუფის 1 პირი დააკავეს, 7 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. საუბარია სოფლის განვითარების სააგენტოს კუთვნილი თანხების მითვისებაზე დაწყებულ გამოძიებაზე.  

უწყების ცნობით, გამოძიების ამ ეტაპზე უკვე დადასტურებულია ბრალდებულების მხრიდან ბიუჯეტის კუთვნილი 5 670 793.2 ლარის თაღლითურად დაუფლებისა და 3 008 906. 67 ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი. სისხლის სამართლის საქმეზე პასუხისგებაში მიცემულია 21 პირი.

უწყების ცნობით, საქმეზე 1000-ზე მეტი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედება ჩატარდა. მასშტაბური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგენილია, რომ ორგანიზებული ჯგუფის ხელმძღვანელმა პირებმა, მოიპოვეს "მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის" სახელმწიფო პროგრამით დაინტერესებული 219 ბენეფიციარის შესახებ ინფორმაცია, რომელთაც შესთავაზეს პროგრამით გათვალისწინებული გრანტის გარანტირებულად მიღება, სააგენტოში წარსადგენი დოკუმენტაციის მოწესრიგება და თანამონაწილეობის თანხით უზრუნველყოფა, სანაცვლოდ კი ბენეფიციარებს მოსთხოვეს და გამოართვეს სააგენტოდან გრანტის სახით ჩარიცხული თანხები.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბენეფიციარებისათვის საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ გრანტის სახით გამოყოფილი 12 935 750 ლარიდან, პროექტებით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 8 824 695 ლარი, ხოლო დანარჩენ 4 111 054 ლარს ორგანიზებული ჯგუფის წევრები მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ.

ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა, დამატებით საქართველოს გარემოს დაცვისა და საოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ-სოფლის განვითარების სააგენტოსგან, კიდევ ერთი პროგრამით - სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების და გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოს მოწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გრანტის სახით მიიღეს საერთო ჯამში 1 559 739 ლარი, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ. დანაშაულებრივი ქმედებების სისრულეში მოსაყვანად, ბრალდებულების მიერ დამზადებული და გამოყენებული იქნა ყალბი სასაქონლო ზედნადებები, ინვოისები და აუდიტორული დასკვნები.

დანაშაულებრივი გზით მიღებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქონებისთვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით, ორგანიზებული ჯგუფის ხელმძღვანელმა პირებმა შეიძინეს და მათთან დაკავშირებული ფიზიკური და იურიდიული პირების სახელზე გააფორმეს უძრავი ქონებები და სატრანსპორტო საშუალებები, რაც გამოძიების პროცესში სრულად იქნა მოძიებული და დაყადაღებული". - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიება გრძელდება ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრების გამოვლენის, მათ მიერ ჩადენილი სხვა დანაშაულებრივი ქმედებებისა და სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის დადგენის მიზნით.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ, მე-4 ნაწილის ა ქვეპუნქტებით, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა ქვეპუნქტით, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ბ ქვეპუნქტით და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის გ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, ივლისაა და აგვისტოში იმავე გამოძიების ფარგლებში 13 პირი დააკავეს, მათ შორის იყო სოფლის განვითარების სააგენტოს ერთ-ერთი დეპარტამენტის მოქმედი უფროსი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სერგეი კირიენკო: რუსეთი მტკიცედ უჭერს მხარს აფხაზეთის სუვერენულ განვითარებას
ელენე ხოშტარია: „ქართული ოცნების“ იზოლაცია შემდგარი ფაქტია
გრიგოლ ბესელია, მზია ამაღლობელის საქმის მოწმე, შსს-ს თანამშრომელი აღარაა
საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics