|
2025-10-27 10:26:19, 591 ნახვა
პოლიტიკა
ლელო საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს და პარტიების აკრძალვის შესახებ მიღებული კანონის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს
„ძლიერი საქართველო – ლელო“ საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მიმართავს და „ქართული ოცნების“ მიერ პარტიების აკრძალვის შესახებ მიღებული კანონის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი სიორიძე სარჩელს სასამართლოში 15:00 საათისთვის შეიტანს. „დღეს „ძლიერი საქართველო – ლელო“ საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მიმართავს და მოითხოვს „ქართული ოცნების“ მიერ პარტიების აკრძალვის შესახებ მიღებული რეპრესიული კანონმდებლობის არაკონსტიტუციურად ცნობას. საკონსტიტუციო სარჩელი კონსტიტუციონალისტთა ჯგუფთან ერთად მომზადდა, რომლებიც პროცესშიც იქნებიან ჩართული. ამ დროისთვის „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი სიორიძე ბათუმში იმყოფება, ბოლო სამართლებრივ დეტალებს გადის ადგილობრივ გუნდთან ერთად და 15:00 საათისთვის პარტიის სარჩელი საკონსტიტუციოში შევა. „ძლიერი საქართველო – ლელო“ საკონსტიტუციო სასამართლოს შემდგომ სარჩელით ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსაც მიმართავს, რადგან თვლის, რომ პოლიტიკური პარტიების აკრძალვა და საქართველოს მოქალაქეებისთვის პოლიტიკაში მონაწილეობის უფლების ჩამორთმევა „ოცნების“ რეჟიმის მხრიდან მორიგი ანტიკონსტიტუციური განაცხადია და აღნიშნული რეპრესიული ცვლილებების მიღება ქვეყანაში მნიშვნელოვან დემოკრატიულ რღვევას იწვევს, რაც დიქტატურას ამყარებს. „ძლიერი საქართველო – ლელოს“ განცხადებით, სრულიად აბსურდული და ანტიკონსტიტუციურია კანონის ის მოთხოვნა, რომელიც აკრძალულ პარტიებთან დაკავშირებული პირებისთვის პოლიტიკურ აქტივობაში მონაწილეობის შეზღუდვას ისახავს მიზნად, რადგან ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის რამდენიმე ნორმას, მათ შორის 23-ე, 25-ე, 31-ე და მე-60 მუხლებს და საერთაშორისო ნორმებს. გარდა ამისა, პარტიასთან დაკავშირებული პირებისთვის პოლიტიკაში მონაწილეობის აკრძალვა ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-11 მუხლს, ისევე როგორც გაერო-ს სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის 22-ე მუხლს, აგრეთვე ეუთო-ს კოპენჰაგენის დოკუმენტის 7.6 პარაგრაფს, რომლის მიხედვითაც ეუთო-ს წევრ სახელმწიფოებს ეკისრებათ ვალდებულება, დაიცვან ინდივიდების უფლება, თავისუფლად შექმნან პოლიტიკური პარტიები და განახორციელონ პარტიული საქმიანობა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)