|
2016-03-24 17:25:34, 612 ნახვა
საზოგადოება
ტუბერკულოზთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ზვიად მიხანაშვილი N19 დაწესებულებას ესტუმრა
ტუბერკულოზთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად მიხანაშვილი და სამედიცინი დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამთა დემურიშვილი ქსნის N19 ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრს ესტუმრნენ. დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა დაწესებულების სამედიცინო განყოფილება დაათვალიერეს და სამედიცინო პერსონალსაც შეხვდნენ . შეხვედრაზე სამსახურებრივი მოვალეობის მაღალ დონეზე შესრულებისთვის ორ ექიმს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრისგან კახა კახიშვილისგან მადლობის სიგელი გადაეცა. პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ზვიად მიხანაშვილმა დაწესებულების სამედიცინო პერსონალის საქმიანობა დადებითად შეაფასა. „N19 დაწესებულების ექიმების საქმიანობას დიდ მნიშველობას ვანიჭებთ. ისინი მაღალ დონეზე ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდი. დღევანდელ დღეს ვულოცავ მთელ სამედიცინო პერსონალს, რომელიც საქართველოში ტუბერკულოზს ებრძვის,“-განაცხადა ზვიად მიხანაშვილმა. სამედიცინი დეპარტამენტის ხელმძრვანელის თამთა დემურიშვილის განცხადებით, გასული წლიდან N19 ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრის ლაბორატორიაში შესაძლებელია ტუბერკულოზის სწრაფი დიაგნოსტირება GENEXPERT-ის აპარატით. „დღეის მდგომარეობით პენიტენციურ დაწესებულებებში მკურნალობს 67 პაციენტი, წინა წლებთან შედარებით ეს ძალიან დაბალი ციფრია. მნიშვნელოვანია, რომ ტუბერკულოზით დაავადებული პატიმრებისთვის სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრი გვაქვს, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკითა და აპარატურით. მათ შორისააა „GENEXPERT”-ის აპარატი, რომლის საშუალებითაც 24 საათში ხდება დიაგნოზის დადგენა,“-განაცხადა თამთა დემურიშვილმა. ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში ტუბერკულოზით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
გურამ დადიანიძის საქმეზე დღეს შსს-სთან აქცია გაიმართა
თბილისში, სკოლაში ძალადობის ორგანიზების ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)