2025-10-17 17:06:59, 316 ნახვა
საზოგადოება
ჯანაშია - ოცნების მიზანია, მეტად იყოს განათლების სისტემა დამოკიდებული პარტიის ინტერესებზე
![]() "ირაკლი კობახიძის და ქართული ოცნების მიზანი არის უნივერსიტეტებზე და სკოლებზე მეტი პოლიტიკური კონტროლის დამყარება. ძალიან სარისკო რაღაცას იწყებენ, ისეთ რამეს, რამაც შეიძლება ჩამოშალოს მათი მხარდამჭერებიც კი" - პარტია თავისუფლების მოედნის ერთ-ერთი ლიდერი და ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის ყოფილი დირექტორი, სიმონ ჯანაშია ირაკლი კობახიძის მიერ წარმოდგენილ განათლების სისტემის რეფორმას აფასებს. მისი თქმით, უმაღლეს განათლებაში დაგეგმილი ცვლილებები უნივერსიტეტების დაფინანსებისა და ავტონომიურობის შეზღუდვას ისახავს მიზნად. "ქართული ოცნება ხვდება, რომ სტუდენტები და პროფესურა არის ის ძალა, რომელზეც ჯერ კონტროლი არ აქვთ. კონტროლი ამ ხალხზე არ აქვთ იმიტომ, რომ უნივერსიტეტებს აქვთ გარკვეული ავტონომია, რაც გულისხმობს იმასაც, რომ დაფინანსების მხოლოდ ნაწილი არის სახელმწიფოსგან, ანუ სახელმწიფოს არ აქვს საშუალება ფულის გამოყენებით მანიპულირება მოახდინოს სტუდენტებზე და პროფესორებზე. [...] კობახიძემ თქვა, რომ საგრანტო სისტემიდან გადავლენ სახელმწიფო დაკვეთის სისტემაზე, რომელიც გულისხმობს, რომ სახელმწიფო გადაწყვეტს, რომელ უნივერსიტეტს დააფინანსებს და რომელს - არა. მეორე წყარო, რაც უნდა შეუზღუდოს არის ის, რომ უცხოელი სტუდნეტები არ უნდა ხვდებოდნენ სახელმწიფო უნივერსისტეტებში, რადგან, თურმე, მათ აქცევს ბიზნესად და უცხოელები კერძო უნივერსიტეტებში უნდა სწავლობდნენ. უცხოელი სტუდენტები შეიძლება იხდიდნენ 10-ჯერ უფრო მეტს. [...] უცხოელი სტუდენტები არის საკმაოდ დიდი შემოსავალი უნივერსიტეტებისთვის, რაც ასევე აძლიერებს მათ ფინანსურ ავტონომიას. რაც უფრო ავტონომიურია უნივერსიტეტი, მის პროფესურასაც აქვს მეტი ავტონომია, გამოატოს პოლიტიკური მოსაზრებები. კობახიძეს უნდა, რომ ეს ფული ჩამოართავს სახელმწიფო უნივერსიტეტებს და გადაუნაწილოს კერძოებს. აქ პრობლემა ისაა, რომ სამედიცინო უნივერსიტეტის შემოსავლების ძალიან დიდი ნაწილი არის უცხოელი სტუდენტებისგან, თუმცა ნაკლები პრობლემა არის ხელისუფლებისთვის, რადგან ხელმძღვანელობა ლოალურია პარტიის მიმართ, ამიტომ გათვლა გააკეთა კობახიძემ, რომ გამონაკლის შემთხვევებში მივცემთ შესაძლებლობას, რომ ჰყავდეთ უცხოელი სტუდენტები. გამონაკლისის დაშვება ხვდებით, ხომ, რაზეა დამოკიდებული? პარტიას თუ ემსახურები, გამონაკლისს დაუშვებენ. თუ ხარ ილიას უნივერსიტეტი, სადაც თავისუფლად გამოხატავენ პროფესორები და სტუდენტები, მონაწილეობენ პროტესტში, ილიას უნივერსიტეტს უნდა წაართვა ფული - უფრო მეტად დამოკიდებული გახადო პარტიის წყალობაზე. მესამე, რაც ითქვა, არის ის, რომ გააუქმონ შესაძლებლობა, რომ რამდენიმე სახელმწიფო უნივერსიტეტს ჰქონდეს ერთი და იგივე ფაკულტეტი. უნივერსიტეტების დაფინანსების მნიშვნელოვანი წყარო არის პოპულარული ფაკულტეტები. მაგალითად, ერთ-ერთი პოპულარული მიმართულება არის ბიზნესის მიმართულება. ეს ნიშნავს, რომ თუ ბიზნესის მიმართულება ექნება მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ან მხოლოდ ტექნიკურ უნივერსიტეტს, დანარჩენებს ეზღუდებათ შემოსავალი. მეოთხე გზა დაფინანსების შეზღუდვის არის ბაკალავრიატის 3-წლიანად გადაყვანა. მეოთხედი დაფინანსება უნივერსიტეტებს ეზღუდებათ, რაც თავისთავად იქნება კრიზისის კიდევ ერთი წყარო - სახელმწიფომ უნდა მისცეს მაშინ ფული უნივერსიტეტს დაკვეთის სისტემით იმისთვის, რომ გადარჩეს" - თქვა ჯანაშიამ. ჯანაშიას თქმით, ქართული ოცნებას აქვს განზრახული, რაც შეიძლება ნაკლები ისწავლოს ხალხმა და რაც შეიძლება მეტად იყოს განათლების სისტემა დამოკიდებული პარტიის ინტერესებზე. "სკოლის 11-წლიან სისტემაზე გადასვლით სახელმწიფოს სკოლებიდან გამოჰყავს დაახლოებით 50 000 მოსწავლე, რომლებიც არიან პოლიტიკურად აქტიურები. ესენი არიან ადამინები, რომლებიც არიან სრულწლოვნები, ან ხდებიან და რომლებიც ვნახეთ ჩვენ აქციებზე. მათთან გამკლავების შესაძლებლობაც ნაკლებად აქვს, განსაკუთრებით, არასრულწლოვნების, მათ ვერ აპატიმრებს. [...] მე-12 კლასის გაუქმებით უფრო მეტ პრობლემას უჩენს საზღვარგარეთ წასასვლელად, ამბობს კიდეც პირდაპირ, რომ ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა დარჩეს საქართველოშიო. ამას ამართლებს პატრიოტული მოტივებით, უცხოელი სტუდენტები უნდა გადავანაწილოთ კერძოებშიო, აქ შეგვიძლია პირდაპირ ვივარაუდოთ, რომ არის კერძო უნივერსიტეტების ინტერესი, რადგან კერძო უნივერსიტეტების უკან ხშირად სინამდვილეში არიან გადაწყვეტილებების მიმღებები. მაგალითად, შავი ზღვის უნივერსიტეტი გაიყიდა გიორგი ამილახვარის მინისტრობის პერიოდში და აღმოჩნდა, რომ მინისტრი არის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობაში. ვიღაცები ამბობდნენ, რომ შეიძლება წილიც ჰქონდეს ამ უნივერსიტეტში და რეალურად ის იდგეს მისი გაყიდვის უკან. [...] ასობით მილიონის მოგებაზეა ლაპარაკი, რომელიც შევა კერძო უნივერსიტეტებში, სახელმწიფოს ნაცვლად. რეალურად, ამით სუსტდება სახელმწიფო უნივერსიტეტები, როცა რიტორიკა სრულიად საპირისპიროა" - ამბობს ის. სიმონ ჯანაშია აღნიშნავს, რომ 1+3 წლის მოდელით მიღებული განათლებისას ადამიანებს ნაკლები ცოდნა, აქვთ, ვიდრე 12+4 განათლების სისტემის კურსდამთავრებულებს, რაც, მისი შეფასებით, ნიშნავს, რომ 2 წლით უფრო ნაკლები ვადით ექნება განათლება მიღებული ადამიანს, რომელიც შევა სამუშაო ბაზარზე. "11-წლიან სწავლებაზე გადაყვანა პრობლემა არის არა მხოლოდ საერთაშორისო [საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების] პერსპექტივით, არამედ საქართველოს პერსპექტივითაც. 12-წლიან სწავლებაზე გადასვლა მოხდა სხვა არგუმენტების გამოც, ერთ-ერთი იყო პროგრამის გადატვირთვა სკოლებში, საჭირო იყო მისი განტვირთვა მეორე არგუმენტი, რაც იყო იმ დროს, იყო ის, რომ რაც უფრო გვიან ირჩევს ადამიანი პროფესიას, მით უფრო გააზრებულია ეს არჩევანი. 12-წლიან სწავლებაზე გადასვლამ მოიტანა ის, რომ ბაკალავრიატების პირველ წელს გაჩნდა ზოგადი მიმართულებები, რომლებივ ზოგად კურსებს ასწავლიდა სტუდენტებს, რათა კიდევ უფრო გააზრებულად აერჩია მე-2 კურსიდან, რომელ სპეციალობას დაიწყებდა. რეალურად, ერთი წელი რომ ჩამოეჭრება ოთხწლიან ბაკალავრიატს, ამის ინტერესიც ნაკლები იქნება, რომ არსებობდეს ზოგადი კურსები. სკოლასაც უფრო ადრე დაამთავრებენ მოსწავლეები, ანუ უფრო ადრე გააკეთებენ არცევანს და სპეციალობის სწავლას დაიწყებენ პირველივე კურსიდან. პროფესიული კომპეტენციების სწრაფად განვითარების საფუძველი არის ის ზოგადი ცოდნა, რომელიც გეხმარება ახალი კომპეტენციების ათვისებაში. ამას თუ გამოვაკლებთ თანამედროვე ახალგაზრდებს, კიდევ უფრო ნაკლებად ექნებათ შესაძლებლობა, იცვალონ პროფესიები, დასაქმების მიმართულებები. ერთი ფრაზით რომ აღვწეროთ ყველაფერი, რაც დღეს ხდება, ეს არის ის, რომ ქართული ოცნების აქვს განზრახული რაც შეიძლება ნაკლები ისწავლოს ხალხმა და რაც შეიძლება მეტად იყოს განათლების სისტემა დამოკიდებული პარტიის ინტერესებზე" - ამბობს ჯანაშია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ლაივში.
19 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე მოძრაობა შეიზღუდება
რუსეთში ქალების 60% და მამაკაცების 81% პირველ პაემანზე ინტიმურ ურთიერთობას უშვებს.
ტრამპმა ზელენსკისთან შეხვედრაზე უკრაინისთვის „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტების მიყიდვაზე უარი თქვა - Axios
პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ორი პირი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
![]() ოცნების საკანონმდებლო ტერორიზმი
![]() რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე უკმაყოფილოა - სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს საქართველოსთვის €252 მილიონის გადახდა დაავალა
ომი უკრაინაში![]() ზელენსკიმ ტრამპს უკრაინული დრონების სანაცვლოდ კიევში „ტომაჰავკის“ რაკეტების გაგზავნა შესთავაზა.
აშშ-სი ჩასული უკრაინის პრეზიდენტი გაოცებულია ტრამპის განცხადებით Tomahawk“-ის გადაცემის თაობაზე
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|