|
2016-03-24 14:59:45, 1218 ნახვა
საზოგადოება
დღეს მსოფლიოში ტუბერკულოზის დღე აღინიშნება
დღეს მსოფლიო მასშტაბით და მათ შორის საქართველოშიც, ტუბერკულოზის მსოფლიო დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, თბილისში, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს წითელი ჯვრის და საქართველოს ტუბერკულოზის კოალიციის ორგანიზებით აქცია "გავერთიანდეთ ტუბერკულოზის დასამარცებლად" გაიმართა. "აქცია მიზნად ისახავს ტუბერკულოზის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. მიუხედავად იმისა, რომ ტუბერკულოზი განკურნებას ექვემდებარება, სამწუხაროდ ეს პრობლემა დღემდე არსებობს. ჩვენ ქვეყანაში ამ მხრივ სიტუაცია საკმაოდ ცუდად არის. ამის მიზეზი პირველ რიგში არის სტიგმა და დისკრიმინაცია, რომელსაც ამ დაავადების მქონე პაციენტების მიმართ ახორციელებენ. ჩვენი მიზანია, რომ დავანგრიოთ ეს სტიგმა. თუ არ გვეყოლება ტუბერკულოზით დაავადებული, აღარ იქნება ტუბერკულოზი", - განაცხადა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ტუბერკულოზის პროგრამის კოორდინატორმა ნინო ოსეფაიშვილმა. ცნობისთვის, 24 მარტი არის ტუბერკულოზის მსოფლიო დღე. 1882 წელს 24 მარტს ნობელის პრემიის მფლობელმა, გერმანელმა მეცნიერმა რობერტ კოხმა ტუბერკულოზის გამომწვევი მიკრობაქტერია აღმოაჩინა. სწორედ ამ დღის აღსანიშნავად, 24 მარტს იმართება სხვადასხვა სახის აქციები. პარალელურ რეჟიმში ზუგდიდის რაიონ სოფელ რუხში ამ დღესთან დაკავშირებით მასშტაბური აქცია მიმდინარეობს. იმართება მსვლელობა სლოგანით "ტუბერკულოზს არ აქვს საზღვრები- გავერთიანდეთ ტუბერკულოზის დასამარცხებლად".
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
გურამ დადიანიძის საქმეზე დღეს შსს-სთან აქცია გაიმართა
თბილისში, სკოლაში ძალადობის ორგანიზების ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)