|
2025-10-16 11:05:45, 646 ნახვა
მსოფლიო
ისრაელმა ჰამასის გადაცემული ბოლო ორი მძევლის ცხედრები ამოიცნო.
ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ცნობით, ისინი 27 წლის ინბარ ჰეიმანს და 39 წლის მუჰამედ ალ-ატრაშს ეკუთვნით. სამხედროების ცნობით, ჰეიმანი ჰამასის მებრძოლებმა 2023 წლის 7 ოქტომბერს, ნოვას ფესტივალზე თავდასხმის დროს მოკლეს, მისი ცხედარი კი გაიტაცეს და ღაზას სექტორში გადაიყვანეს. ჰეიმანი ანკლავში ჰამასის მიერ დაკავებული უკანასკნელი ქალი იყო. IDF-ის შტაბის სერჟანტი ალ-ატრაში ასევე 7 ოქტომბერს, ნაჰალ ოზის რაიონში ჰამასთან ბრძოლის დროს მოკლეს და მისი ცხედარი ღაზას სექტორში გადაასვენეს. ცეცხლის შეწყვეტის გეგმის პირველი ფაზის თანახმად, ჰამასი ვალდებული იყო ისრაელისთვის 28 გარდაცვლილი მძევლის ცხედარი გადაეცა, თუმცა 19 მათგანის ადგილსამყოფელი უცნობია. ჰამასის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ დარჩენილი ცხედრების პოვნა და ამოღება „მნიშვნელოვან ძალისხმევას და სპეციალიზებულ აღჭურვილობას მოითხოვს“.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)