01:46 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-16 09:58:34, 615 ნახვა

მსოფლიო
ტრამპმა გამოაცხადა, რომ ინდოეთი მზადაა შეწყვიტოს რუსეთიდან ნავთობის შესყიდვა.

თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა ინდოეთის მზადყოფნა, შეწყვიტოს რუსული ნავთობის შეძენა. „მან (ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ - TMT) დამარწმუნა, რომ რუსეთიდან ნავთობს არ იყიდის“, - თქვა ტრამპმა. ამერიკის პრეზიდენტის თქმით, ინდოეთი მზად იქნება „მოკლე დროში“ უარი თქვას რუსულ ნავთობზე.

„შემდეგ კი, როდესაც ომი დასრულდება, მათ კვლავ შეეძლებათ მისი ყიდვა“, - დასძინა მან. ტრამპმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ ჩინეთი ინდოეთის მაგალითს მიჰყვება: „ახლა ჩინეთიც იგივეს გაკეთება გვჭირდება“.

უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ინდოეთი რუსული ნავთობის უმსხვილესი მყიდველი გახდა ფასდაკლებით, რითაც შეავსო დასავლეთის ქვეყნების უარის თქმის შედეგად დატოვებული სიცარიელე. „როიტერის“ ცნობით, რუსეთი ამჟამად ინდოეთის ნავთობის საჭიროებების დაახლოებით 40%-ს ფარავს, მაშინ როცა ომამდე ეს წილი 1%-ს არ აღემატებოდა. სექტემბრის ბოლოს „ბლუმბერგმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ინდოეთი რუსული ნავთობის მიტოვებას განიხილავს იმ პირობით, რომ მისი ჩანაცვლება შესაძლებელი იქნება ირანიდან ან ვენესუელიდან მოწოდებით.

აგვისტოს დასაწყისში ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლითაც ინდურ საქონელზე დამატებით 25%-იანი ტარიფი დაწესდა, რაც ინდოეთის მიერ რუსული ნავთობის შესყიდვების გაგრძელების მიზეზად იქცა. 12 სექტემბერს აშშ-ის ადმინისტრაციამ G7-ის ქვეყნებს შესთავაზა, რომ ჩინეთსა და ინდოეთს რუსული ნავთობის შესყიდვებზე 50%-დან 100%-მდე ტარიფები დაეწესებინათ. 23 სექტემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ტრამპმა ეს ქვეყნები უკრაინაში მიმდინარე ომის „მთავარი სპონსორები“ უწოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics