23:45 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-18 11:20:49, 524 ნახვა

ეკონომიკა
2015 წლის იანვარში საქართველოში რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტების რაოდენობამ 3 385 ერთეული შეადგინა

2015 წლის იანვრის თვეში ქვეყანაში რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტების რაოდენობამ 3 385 ერთეული შეადგინა, რომელთა შორის 96.7% სამეწარმეო სუბიექტია (ინდივიდუალური მეწარმე, სოლიდარუ- ლი პასუხისმგებლობის საზოგადოება, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზო- გადოება, კომანდიტური საზოგადოება, კოოპერატივი, უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფი- ლიალი), ხოლო 3.3% - არასამეწარმეო სუბიექტი (არასამეწარმეო იურიდიული პირი, უცხოური არასა- მეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი). ამავე თვეში ბიზ- ნესის რეგისტრაციის თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) 0.773 დონეზე დაფიქსირდა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ა.წ. იანვარში კლება დაფიქსირდა როგორც წინა წლის იმავე თვესთან (12.8%-ით), ისე წინა თვესთან (15.6%-ით) შედარებით. მსგავსი კლება უჩვეულო არაა, რადგან სეზონურად იანვრის თვე ბიზნესის რე- გისტრაციის ასპექტით მინიმალური აქტიურობით გამოირჩევა.

2015 წლის იანვრის თვეში წინა წლის იმავე თვესთან შედარებით რეგისტრირებული სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 13.0%-ით, ხოლო არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 5.1%-ით შემცირდა. მსგავსი ტენდენცია დაფიქსირდა წინა თვესთან შედარებითაც: იანვრის თვეში რეგისტრირებული სა- მეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 15.0%-ით, ხოლო არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 28.8%-ით შემცირდა.

ამავე თვეში ბიზნესის რეგისტრაციის თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) სამეწარმეო და არასამეწარ- მეო სუბიექტების მიხედვით შესაბამისად 0.770 და 0.874 დონეებზე დაფიქსირდა.

ა.წ. იანვრის თვეში ბიზნეს სუბიექტთა უმეტესობა დარეგისტრირდა ინდივიდუალური მეწარმის (1 823 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტთა 53.9%) და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების (1 395 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტთა 41.2%) სახით. როგორც ჩანს, ბიზნეს სუბიექტთა 95.1% მხოლოდ აღნიშნულ სამართლებრივ სტატუსებს ანიჭებს უპირატესობას. ამავე თვეში ქვეყანაში დარეგისტრირდა: 111 არასამეწარმეო იურიდიული პირი, 46 კოოპერატივი, 7 სააქციო საზოგადოება და 3 უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სერგეი კირიენკო: რუსეთი მტკიცედ უჭერს მხარს აფხაზეთის სუვერენულ განვითარებას
ელენე ხოშტარია: „ქართული ოცნების“ იზოლაცია შემდგარი ფაქტია
გრიგოლ ბესელია, მზია ამაღლობელის საქმის მოწმე, შსს-ს თანამშრომელი აღარაა
საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics