2025-10-15 22:28:44, 334 ნახვა
კომენტარი
ოცნების პრემიერი - - 50 ე.წ. აკაცუკი იყო შეკრებილი და 51-ე აკაცუკად მივიდა იმ შეკრებაზე ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
![]() რუსთაველის გამზირზე 50 ე.წ. აკაცუკი იყო შეკრებილი და 51-ე აკაცუკად მივიდა იმ შეკრებაზე ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რაც წარმოუდგენელია, – ამის შესახებ ივანიშვილის პარტიის პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა. კობახიძის თქმით, ეს მეტყველებს ევროპული ბიუროკრატიის წიაღში არსებულ უკიდურესად მძიმე მდგომარეობაზე. მთავრობის მეთაურის განცხადებით, კანონსაწინააღმდეგო შეკრებაში მონაწილეობით ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თავადვე შექმნა იმ შეხვედრის გაუქმების საფუძველი, რომელიც დღეს იყო დაგეგმილი. ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ ვალტონენის წარმომადგენლებს მის გადატვირთულ გრაფიკთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციასთან კომუნიკაცია არ ჰქონიათ. „ჩვენ არასდროს ვეძებთ კონფრონტაციას, ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, მაგრამ მაინც მცირე ქვეყანა და შესაბამისად, ბევრ რამეს ვუწევთ ანგარიშს. ჩვენს ინტერესებში არ შედის ჩვენი მხრიდან კონფრონტაციის გაღვივება თუ გაღრმავება ევროკავშირთან, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან , მაგრამ ხდება ხოლმე იგივე, რაც მოხდა გუშინ და დღეს. ჩვენ ჩვეულებრივად ჩავნიშნეთ შეხვედრა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, რომელიც იმავდროულად ითავსებდა ეუთოს თავმჯდომარის პოზიციას. ეს შეხვედრა იყო დაგეგმილი, ველოდებოდით შეხვედრას და გვექნებოდა საუბარი ყველა თემასთან დაკავშირებით. კითხვები თუ ექნებოდათ, გაეცემოდა პასუხები ამ კითხვებს, თუმცა გუშინდელ საღამოს ყველაფერი შეიცვალა. ეს ქალბატონი მივიდა კანონსაწინააღმდეგო აქციაზე. ქუჩა იყო გადაკეტილი. ძალადობა არის შეკრების კანონსაწინააღმდეგოდ მიჩნევის მხოლოდ ერთი საფუძველია. მეორე საფუძველია რა - კანონში გაწერილია ის, თუ როდის შეუძლიათ შეკრების მონაწილეებს გზის გადაკეტვა - მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეკრების მონაწილეთა რაოდენობა იძლევა ამის საშუალებას. გუშინ 50 ადამიანი იყო შეკრებილი, მათ კანონის წინააღმდეგ გადაკეტეს ქუჩა და ამ კანონსაწინააღმდეგო შეხვედრას შეუერთდა 51-ე ადამიანად ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. მან იცოდა, რომ შეკრება იყო კანონსაწინააღმდეგო და ამის მიუხედავად, მაინც გადაწყვიტა კანონსაწინააღმდეგო შეკრებაზე მისვლა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. პრემიერის შეფასებით, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე თქვა ტყუილი, თითქოს აქცია ახალი დაწყებული იყო. „მან ერთი ტყუილიც თქვა იქვე, აქციაზე და დილით დაამატა მეორე ტყუილი. მან ტყუილი თქვა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს აქცია ახალი დაწყებული იყო და ხალხი უერთდებოდა. ყველამ ძალიან კარგად იცის და მანაც ძალიან კარგად იცოდა, რომ პირიქით, პიკზე იყო აქცია და არაფერი შემატებია ამ აქციას მას შემდეგ, მაგრამ ეს არის მართლა შემაშფოთებელი. კატასტროფაა, როცა ევროპელი ლიდერები - ფინეთი არ არის ყველაზე დიდი ქვეყანა ევროკავშირში, მაგრამ არის ევროკავშირის ერთ-ერთი წევრი ქვეყანა და მისი საგარეო საქმეთა მინისტრი კადრულობს ასეთ ტყუილს, ცრუპენტელობას. შეხვედრის გაუქმების საფუძველი კანონსაწინააღმდეგო აქციაზე გასვლით შექმნა მან. ჩვენ მაშინვე მივიღეთ გადაწყვეტილება ამ შეხვედრის გაუქმების თაობაზე. მათ არ ჰქონიათ არავითარი კომუნიკაცია, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ამ შეხვედრის გაუქმების თაობაზე, რამაც ჩააყენა უხერხულ მდგომარეობაში და სცადა ამ უხერხულობიდან იგივე მეთოდით გამოსვლა, რა მეთოდითაც სცადა იმ უხერხულობიდან გამოსვლა, რაც 51-ე კაცად შეკრებაში მონაწილეობას უკავშირდებოდა. 50 ე.წ აკაცუკი იყო შეკრებილი იმ აქციაზე და 51-ე აკაცუკად მივიდა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამ შეკრებაზე, რაც წარმოუდგენელია. ეს მეტყველებს ევროპული ბიუროკრატიის წიაღში არსებულ უკიდურესად მძიმე მდგომარეობაზე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ჯო უილსონი: MEGOBARI აქტი საბოლოოდ აუცილებლად დამტკიცდება
სუსი იკვლევს ღარიბაშვილის, ლილუაშვილის და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების მილიონობით ლარის წარმომავლობას
სუს-ი - ქვეყნის ყოფილი მმართველების სახლებიდან ამოღებულია 7 მლნ 2 200 დოლარი, 136 000 ლარი და ძვირფასეულობა
ლატვიამ საქართველოს ორი მოქალაქე პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
![]() ოცნების საკანონმდებლო ტერორიზმი
![]() რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე უკმაყოფილოა - სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს საქართველოსთვის €252 მილიონის გადახდა დაავალა
ომი უკრაინაში![]() ზელენსკიმ ტრამპს უკრაინული დრონების სანაცვლოდ კიევში „ტომაჰავკის“ რაკეტების გაგზავნა შესთავაზა.
აშშ-სი ჩასული უკრაინის პრეზიდენტი გაოცებულია ტრამპის განცხადებით Tomahawk“-ის გადაცემის თაობაზე
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|