11:11 - 04 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-15 13:21:28, 567 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, Maje-ს და Sandro-ს პირველი ოფიციალური მაღაზიები გაიხსნა

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს.  ამჯერად, ბანკთან პარტნიორობით, საქართველოში ფრანგული პრემიუმ ბრენდების, Maje Paris-ისა Sandro Paris-ის პირველი ოფიციალური მაღაზიები, რუსთაველის #28-ში გაიხსნა.

საქართველოში Maje Paris-ისა და Sandro Paris-ისგან ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენლის უფლებას კომპანია "Z&A G” ფლობს. ის არის "ნორკ ჯგუფის“ წევრი, რომელიც 1997 წელს დაფუძნდა.  28 წელზე მეტი უწყვეტი ზრდისა და სრულყოფილებაზე ძლიერი ორიენტაციის წყალობით, ჯგუფმა გამორჩეული ბიზნეს კულტურა ჩამოაყალიბა, დაიკავა წამყვანი პოზიცია ბაზარზე და დღეს, ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში 1,000-ზე მეტი პროფესიონალი  ჰყავს დასაქმებული.

“ნორკ ჯგუფი“ უკვე წლებია თბილისში სხვადასხვა ცნობილ ტანსაცმლის ბრენდს წარმოადგენს. ესენია: Burberry, Polo Ralph Lauren, Maje Paris, Sandro Paris და New Yorker-ის მაღაზიათა ქსელი.

"უკვე 14 წელია, რაც ქართულ ბაზარზე სხვადასხვა ცნობილი ბრენდის შემოყვანით ქართველ მომხმარებელს ვანებივრებთ. ამჯერად, საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, რუსთაველის გამზირზე, 28 ნომერში, ტანსაცმლის ფრანგული პრემიუმ ბრენდების Maje Paris-ისა და Sandro Paris-ის პირველი მაღაზიები გავხსენით, რომელიც 120 კვ.მ. ფართობს იკავებს. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, წლის ბოლომდე კიდევ ერთ იტალიურ ლუქს ბრენდს Santoni -ს შევთავაზებთ მაღალი მოდის მოყვარულებს“, – აღნიშნავს კომპანიის დირექტორი, ირაკლი მელუავა.

“საქართველოს ბანკი და “ნორკ ჯგუფი“ წლებია ვპარტნიორობთ. ამ თანამშრომლობის ფარგლებში, ერთობლივად არაერთი საინტერესო პროექტი განვახორციელეთ და არაერთი საერთაშორისო ბრენდი უკვე წარმატებით ოპერირებს. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი მხარდაჭერით, ორი ფრანგული პრემიუმ ბრენდი Maje Paris და Sandro Paris-ს მაღაზიები გაიხსნა. მსგავსი საერთაშორისო ბრენდების შემოსვლა ქართულ ბაზარზე ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა წარმატებები ვუსურვო გუნდს, ჩვენ კი აქტიურად ვაგრძელებთ ჩვენი პარტნიორი ბიზნესების და მათი ინიციატივების მხარდაჭერას”, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ალექსანდრე წულუკიანმა.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
სერგეი კირიენკო: რუსეთი მტკიცედ უჭერს მხარს აფხაზეთის სუვერენულ განვითარებას
ელენე ხოშტარია: „ქართული ოცნების“ იზოლაცია შემდგარი ფაქტია
გრიგოლ ბესელია, მზია ამაღლობელის საქმის მოწმე, შსს-ს თანამშრომელი აღარაა
საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics