|
2025-10-14 14:29:04, 1239 ნახვა
პოლიტიკა
ოცნების პრემიერი ადასტურებს რომ ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ამკაცრებენ აქციის მონაწილეთათვის
თუ შენ არ ხარ საკარისად წარმოდგენილი შენს პროტესტში, პატივი უნდა სცე უმრავლესობის ინტერესებს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, თუ ადამიანების რაოდენობა არ არის საკმარისი ქუჩის გადასაკეტად, მათ პატივი უნდა სცენ საზოგადოების სხვა წევრებს და არ უნდა გადაკეტონ ქუჩა. „ჩვენი კანონმდებლობა დიდი ხანია, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, აცხადებს იმას, რომ თუ ადამიანების რაოდენობა არ არის საკმარისი ქუჩის გადასაკეტად, მათ პატივი უნდა სცენ საზოგადოების სხვა წევრებს და არ უნდა გადაკეტონ ქუჩა. თუმცა ხედავთ, რომ აქამდე მოქმედებდა ჯარიმები და ეს ჯარიმები ბოლომდე ეფექტური არ იყო. შესაბამისად, შედის ცვლილებები როგორც ადმინისტრაციულ, ისე სისხლის სამართლის კანონმდებლობაში იმისათვის, რომ უდიდესმა უმცირესობამ არ იძალადოს უდიდეს უმრავლესობაზე - ეს არის დემოკრატიის პრინციპის გამოხატულება,"- განაცხადა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)