|
2025-10-14 13:16:25, 1139 ნახვა
პოლიტიკა
პროტესტის ნებისმიერი ფორმის აკრძალვას ცდილობენ – არასამთავრობოები
არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ერთობლივ განცხადებას აქვეყნებს ქართული ოცნების მიერ ინიციირებული მთელი რიგი ახალი რეპრესიული კანონების შესახებ. ორგანიზაციების შეფასებით, რეჟიმი ცდილობს აკრძალოს პროტესტის ნებისმიერი ფორმა. NGO-ები აღნიშნავენ, რომ ინიცირებული ცვლილებებით, რეჟიმი მოქალაქეებს ემურება, რომ "თუ ხმას ამოიღებ - დაგაპატიმრებ". "ივანიშვილის პარლამენტის მიერ ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში ახალი ცვლილებების ინიცირება წარმოადგენს დემოკრატიული წესრიგის არსებითი საფუძვლის — მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების პირდაპირ მორღვევას. ამ ცვლილებებით, ხელისუფლება ცდილობს აკრძალოს პროტესტის ნებისმიერი ფორმა. ინიცირებული რეგულაციები ქმნის ისეთ სამართლებრივ რეალობას, სადაც მოქალაქე შეიძლება სისხლის სამართლის წესით დაისაჯოს მხოლოდ იმიტომ, რომ მან ხმა ამოიღო. ასეთი კანონმდებლობა უცხოა დემოკრატიული სამყაროსათვის და პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციასთან. ეს ინიციატივა არ ეხება მხოლოდ პოლიტიკურად აქტიურ ჯგუფებს — ის შეეხება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომელიც საჯაროდ მოითხოვს სამართლიანობას, აღშფოთდება კორუფციით, გააპროტესტებს უკანონო დაკავებას ან უსამართლო განაჩენა, მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურასა თუ შემწეობის სიმცირეს, შეეცდება დაიცავს ქალები ან ბავშვები ძალადობისგან, ხმას აიმაღლება გარემოს დასაცავად და ა.შ. ხელისუფლება ამ ცვლილებებით ყველას უგზავნის ერთსა და იმავე მუქარას: თუ ხმას ამოიღებ — დაგაპატიმრებ. ჩვენ, ხელმომწერი ორგანიზაციები, ვაფასებთ ამ ცვლილებებს როგორც მშვიდობიანი პროტესტის აკრძალვის მცდელობას და კიდევ ერთ საფეხურად დემოკრატიული ინსტიტუტების დემონტაჟის პროცესში". - ნათქვამია განცხადებაში. 13 ოქტომბერს, ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რომ აინიცირებენ ახალ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, აქციაზე სახის ნიღბით დაფარვისა და გზის გადაკვეტვის პირველივე შემთხვევები 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობით დაისჯება. ამასთან ერთად, 60 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას გამოიწვევს ისეთ მანიფესტაციაში მონაწილეობა, რომელიც შსს-ს მოთხოვნით შეწყვეტას ექვემდებარება. ასევე ცვლილებებით, 1 წლამდე პატიმრობა შეეფარდება პირს, რომელიც პოლიციელს მესამედ მიაყენებს შეუარცხყოფას ან არ დაემორჩილება მის განკარგულებას.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)