2025-10-14 10:01:25, 587 ნახვა
სამართალი
პენიტენციური სამსახური უარყოფს ბრალდებებს რომ სინდისის პატიმარ ქალს რაადამიანურ პირობებში ამყოფებს
![]() სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს და უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს N5 პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებული ევა შაშვიაშვილი არაადამიანურ პირობებში იმყოფება. როგორც პენიტენციური სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, „ბრალდებულ ევა შაშვიაშვილის საცხოვრებელ საკანში არის ინდივიდუალური საშხაპე, ბრალდებულზე მიმდინარეობს 24-საათიანი ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა, ხოლო უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, მას კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად არ აქვს ქამრით სარგებლობის უფლება“. რაც შეეხება პოლიეთილენის პარკს, რომელზეც მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაშია საუბარი, პენიტენციური სამსახურის განმარტებით, ის ევა შაშიაშვილს საკანში საერთოდ არ აქვს. „სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც ეხება ბრალდებულ ევა შაშვიაშვილის მდგომარეობას N5 პენიტენციურ დაწესებულებაში. მათ მიერ გავრცელებული ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაციის თანახმად, ბრალდებული ევა შაშვიაშვილი იმყოფება არაადამიანურ პირობებში, მას არ აქვს ფეხსაცმელი, შარვლის სარტყელად კი იყენებს პოლიეთილენის პარკს და არ ეძლევა პირადი ჰიგიენის დაცვის საშუალება. საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ პენიტენციური კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად, თუ ბრალდებულს/მსჯავრდებულს არ აქვს პირადი ტანსაცმელი/ფეხსაცმელი ან/და ჰიგიენის დასაცავად აუცილებელი სხვა პირადი ნივთი, პენიტენციური დაწესებულება უზრუნველყოფს მას სეზონის შესაფერისი სპეციალური ტანსაცმლით/ფეხსაცმლით ან/და ჰიგიენის დასაცავად აუცილებელი სხვა პირადი ნივთით, რომლის ფორმა არ უნდა ლახავდეს ადამიანის ღირსებას. N5 პენიტენციურ დაწესებულებაში, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყველა დანარჩენი პენიტენციური დაწესებულების მსგავსად, თითოეული ბრალდებული/მსჯავრდებული უზრუნველყოფილია შხაპის მიღების შესაძლებლობით. ბრალდებულ ევა შაშვიაშვილის საცხოვრებელ საკანში არის ინდივიდუალური საშხაპე, მას, მისი სურვილის შესაბამისად, აქვს შესაძლებლობა, დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეუზღუდავად მიიღოს შხაპი, ბრალდებულზე მიმდინარეობს 24-საათიანი ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, მას კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად არ აქვს ქამრით სარგებლობის უფლება, ხოლო პოლიეთილენის პარკი, რომელზეც მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაშია საუბარი, ევა შაშვიაშვილს საკანში საერთოდ არ აქვს. ასევე აღსანიშნავია, რომ ბრალდებულს ტანსაცმლის ან/და ფეხსაცმლის მიწოდების მოთხოვნით პენიტენციური დაწესებულებისთვის არ მიუმართავს, ასევე დაწესებულების მხრიდან არ ყოფილა საჭიროდ მიჩნეული მისთვის დამატებით ტანსაცმლის ან ფეხსაცმლის შეთავაზება, ბრალდებული უფლებამოსილია ამანათის სახით შეუფერხებლად მიიღოს კანონმდებლობით ნებადართული, მისთვის სასურველი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებულ ევა შაშვიაშვილის ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირის მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოფს მეთვალყურეობის შედეგად არსებული ჩანაწერის დაარქივებასა და გასაჯაროებას. ბრალდებული ევა შაშვიაშვილი N5 პენიტენციური დაწესებულების მხრიდან უზრუნველყოფილია ყველა საჭირო ჰიგიენური საშუალებით, ბრალდებულის მოთხოვნის შემთხვევაში დაწესებულება მას დამატებით უზრუნველყოფს სეზონის შესაფერისი ტანსაცმლით/ფეხსაცმლით. სპეციალური პენიტენციური სამსახური დამატებით კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი თითოეული პირი იმყოფება ისეთ პირობებში, რომელიც სრულ შესაბამისობაშია, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო სტანდარტებთან და არ არის პატივისა და ღირსების რაიმე სახით შემლახველი. სპეციალური პენიტენციური სამსახური უმკაცრესად მოუწოდებს პოლიტიკურად დაინტერესებულ ტელეკომპანიებსა და საინფორმაციო საშუალებებს, მაქსიმალურად შეიკავონ თავი მსგავსი ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებისგან“, -აღნიშნულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისთვის, სოციალურ ქსელში ადვოკატმა, თამუნა იარაჯულმა გაავრცელდა ინფორმაცია, რომ 6 ოქტომბერს დაკავებული ევა შაშვიაშვილი ადვოკატმა, მარიამ ხაჭაპურიძემ მოინახულა და განაცხადა, რომ ის არადამიანურ პირობებში იმყოფება.
ჯო უილსონი: MEGOBARI აქტი საბოლოოდ აუცილებლად დამტკიცდება
სუსი იკვლევს ღარიბაშვილის, ლილუაშვილის და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების მილიონობით ლარის წარმომავლობას
სუს-ი - ქვეყნის ყოფილი მმართველების სახლებიდან ამოღებულია 7 მლნ 2 200 დოლარი, 136 000 ლარი და ძვირფასეულობა
ლატვიამ საქართველოს ორი მოქალაქე პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
![]() ოცნების საკანონმდებლო ტერორიზმი
![]() რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე უკმაყოფილოა - სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს საქართველოსთვის €252 მილიონის გადახდა დაავალა
ომი უკრაინაში![]() ზელენსკიმ ტრამპს უკრაინული დრონების სანაცვლოდ კიევში „ტომაჰავკის“ რაკეტების გაგზავნა შესთავაზა.
აშშ-სი ჩასული უკრაინის პრეზიდენტი გაოცებულია ტრამპის განცხადებით Tomahawk“-ის გადაცემის თაობაზე
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|