10:01 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-14 09:53:39, 885 ნახვა

პოლიტიკა
რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებები სრულად აუქმებს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას - DRI

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ეხმიანება ერთპარტიულ პარლამენტში დაინიციირებულ მორიგ რეპრესიულ და ავტორიტარული შინაარსის საკანონმდებლო ინიციატივებს, რომლის მიზანი  შეკრებისა და გამოხატვის უფლების სრულად უგულებელყოფაა. - წერია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათი სეფასებით, კანონპროექტების შინაარსით ნათელია, რომ ცვლილებები აქციის მონაწილეებში შიშის დანერგვასა და პროტესტის გაქრობას ისახავს მიზნად.

"ინიციირებული ვერსიით, სისხლის სამართლის კოდექსსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები სწორედ იმ მუხლებში შედის, რომლებიც დემონსტრანტების წინააღმდეგ ყველაზე ხშირად გამოიყენება. კერძოდ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებების მიხედვით, სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვის, ხალხის ან ტრანსპორტის გადაადგილებისთვის განზრახ დაბრკოლების შექმნის, ცრემლმდენი, ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების ან/ და მომწამვლელი ნივთიერების ქონის. დროებითი კონსტრუქციის მოწყობის (თუ მისი მოწყობა ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას), ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვის (თუ რაოდენობის გათვალისწინებით აქციის ჩატარება სხვაგვარად შესაძლებელია) შემთხვევაში, მოსამართლე ვალდებულია აქციის მონაწილეს 15 დღემდე (ორგანიზატორის შემთხვევაში, 20 დღემდე) ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდოს.[1]

გარდა ამისა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებების მიხედვით, აქციის მონაწილეს 60 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდება, თუ აქციაზე თან იქონიებს: ცეცხლსასროლი იარაღს, ფეთქებად, ადვილაალებად, რადიოაქტიურ ნივთიერებას, ცივი იარაღს ან პიროტექნიკურ ნაწარმს, ასევე ისეთ საგანს ან ნივთიერებას, რომელიც  გამოიყენება ან შეიძლება გამოყენებულ იქნეს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა ან სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების მიზნით;

ამასთან ერთად, საკანონმდებლო ცვლილებებით ხდება შეკრების უფლების კრიმინალიზება. კერძოდ, ზემოთ აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში წესდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, რომლისთვისაც გათვალისწინებულია ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა. სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებების მიხედვით, კოდექსს ემატება 3533 მუხლი, რომელიც ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ მესამედ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის შეურაცყოფისა ან/და კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, ასევე გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და დაისჯება ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

მასშტაბური და უწყვეტი პროტესტის პარარელურად ,,ქართული ოცნება“ რეპრესიული კანონების აღსრულებით ცდილობს სრულად უგულებელყოს შეკრებისა და გამოხატვის კონსტიტუციური უფლება. 28 ნოემბრის შემდეგ, გზის ხელოვნურად გადაკეტვის შემთხვევაში გათვალისწინებული სანქციის თანხა 10-ჯერ გაიზარდა და 5 000 ლარი გახდა. აღნიშნული სამართალდარღვევისთვის პირდაპირ ადმინისტრაციული პატიმრობის, შემდეგ კი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაწესება, განსაკუთრებით საგანგაშო მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი სასამართლოს არარსებობის პირობებშია. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, სასამართლომ ამ დრომდე ყველა შემთხვევაში სცნო პირი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად და ათასობით ადამიანს 5 000 ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა. 

,,ქართულმა ოცნებამ“ საკანონმდებლო რეპრესიები განსაკუთრებით 28 ნოემბრის შემდეგ, მასშტაბური საპროტესტო აქციების დროს დაიწყო. დაჩქარებული წესით პარტიამ არაერთი კანონი მიიღო - გაიზარდა ადმინისტრაციული ჯარიმები და ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები. გარდა რეპრესიული კანონების მიღებისა, განსაკუთრებით პრობლემური მათი პრაქტიკაში აღსრულების ხარისხი და ინტენსივობაა. რეპრესიული კანონმდებლობა, რომელიც არაპროპორციულად მაღალ ჯარიმებს და მრავალდღიან ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს, მიკერძოებული სასამართლოს მეშვეობით აქტიურად გამოიყენება მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, დაინიციირებული ცვლილებები კი პრაქტიკულად აღარ ტოვებს შესაძლებლობას, მშვიდობიანმა დემონსტრანტებმა ისარგებლონ შეკრებისა და გამოხატვის უფლებით, რაც საბოლოო ჯამში პროტესტის ჩახშობისა და მოქალაქეთა დაშინების მცდელობაა.

 ორსულ ქალს, დედას, რომელსაც ჰყავს 12 წლამდე ასაკის ბავშვი, 18 წლის ასაკს მიუღწეველ პირს, მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს კი დაეკისრება ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო თუ ეს პირი ორგანიზატორია − 15 000 ლარის ოდენობით." - წერია განცხადებაში.

ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ ამკაცრებს კანონებს დემონსტრანტებისთვის - ახლა უკვე აქციებზე დადგენილი წესების დარღვევა სისხლის სამართლის წესითაც გახდება დასჯადი, რითაც ერთ წლამდე, ორ წლამდე და სამ წლამდე პატიმრობა იქნება გათვალისიწინებული. სიახლეები მედიას გააცნო საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ გააცნო.

მისი თქმით: აქციაზე სახის ნიღბით დაფარვის, ცრემლსადენი ან/და მომწამვლელი ნივთიერების ქონის, გზის გადაკეტვის ან დროებით კონსტრუქციის მოწყობის პირველივე შემთხვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ორგანიზატორი კი 20 დღემდე ვადით;

აქციაზე იარაღის, პიროტექნიკის ან მსგავსი საგნების ფლობა დაისჯება 60 დღემდე პატიმრობით;

თუ აქციის დაშლის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო გააკეთებს განცხადებას და დემონსტრანტები არ დაიშლებიან, ამისთვის გათვალისწინებული იქნება 60 დღემდე პატიმრობა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინმა „აღდგომის ზავი“ გამოაცხადა
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics