2025-10-13 17:26:37, 610 ნახვა
სამართალი
პენიტენციურ დაწესებულებებში, საერთო ჯამში, განთავსებულია 10 528 ბრალდებული/მსჯავრდებული - განცხადება.
![]() სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილის, გიორგი ბურჯანაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულ/მსჯავრდებულთა რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას, მიზნად ისახავს საზოგადოების სიცრუეში შეყვანას და წარმოადგენს არსებული რეალობის არასწორი ინტერპრეტაციით მიწოდების მცდელობას. ამის შესახებ აღნიშნულია განხადებაში, რომელსაც სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს. „„პენიტენციური დაწესებულებების შესახებ“ ბრძანების შესაბამისად, სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა განთავსების მაქსიმალური ლიმიტი შეადგენს 12 332 ბრალდებულს/მსჯავრდებულს. 2025 წლის 13 ოქტომბრის მდგომარეობით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში, საერთო ჯამში, განთავსებულია 10 528 ბრალდებული/მსჯავრდებული. ბოლო ათი წლის განმავლობაში პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულ ბრალდებულ/მსჯავრდებულთა საშუალო რაოდენობა უმნიშვნელოდ იცვლებოდა: მაგალითად, 2024 წლის სექტემბრის თვის მონაცემებით, ბრალდებულ/მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობა შეადგენდა 10457-ს, ხოლო 2025 წლის ანალოგიური მონაცემებით კი – 10445-ს. ასევე, აღსანიშნავია, რომ რამდენიმე პენიტენციურ დაწესებულებაში შესაძლებელია ზემოაღნიშნული ბრძანებით განსაზღვრულ რაოდენობაზე მეტი ბრალდებულის/მსჯავრდებულის განთავსება მათი უფლებრივი მდგომარეობის გაუარესების გარეშე, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვით. ბრძანებით განსაზღვრულ ოდენობას უმნიშვნელოდ აღემატება ორ პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებულ პირთა რაოდენობა. 2025 წლის სექტემბრის თვეში მიმღები პენიტენციური დაწესებულებებიდან სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში ეტაპირებულ იქნა, საერთო ჯამში, 617 ბრალდებული/მსჯავრდებული, აქედან დახურული ტიპის დაწესებულებაში გადაყვანილ იქნა 137, ხოლო ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაში – 480. სპეციალური პენიტენციური სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს ნებისმიერ პირს, თავი შეიკავონ მსგავსი სახის ინფორმაციის გავრცელებისგან, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებას და სპეციალური პენიტენციური სამსახურის საქმიანობის დისკრედიტაციას“, – აღნიშნულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში. იურისტი გიორგი ბურჯანაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში „8 თვეში ციხის პოპულაცია 17%-ით გაიზარდა“ „2025 წელს, იანვრიდან თებერვლამდე 1532-ით არის გაზრდილი პატიმართა საერთო რაოდენობა საქართველოში! 8 თვეში ციხის პოპულაცია 17%-ით გაიზარდა. 100ით მეტი ქალი და 1432-ით მეტი კაცია ციხეში სხვადასხვა დანაშაულისთვის ბოლო 8 თვეში. 2015 წლის შემდეგ არ ყოფილა ამდენი პატიმარი ერთად ციხეში სამი ციხეა გადავსებული აგვისტოს მონაცემებით: გლდანის ციხეში დასაშვებ ლიმიტზე 432-ით მეტი პატიმარია ქსნის ე.წ. ზონაში დასაშვებ ლიმიტზე 251-ით მეტი პატიმარია ქუთაისის ციხეში დასაშვებ ლიმიტზე 111-ით მეტი პატიმარია“ — წერს გიორგი ბურჯანაძე სოციალურ ქსელში
ჯო უილსონი: MEGOBARI აქტი საბოლოოდ აუცილებლად დამტკიცდება
სუსი იკვლევს ღარიბაშვილის, ლილუაშვილის და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების მილიონობით ლარის წარმომავლობას
სუს-ი - ქვეყნის ყოფილი მმართველების სახლებიდან ამოღებულია 7 მლნ 2 200 დოლარი, 136 000 ლარი და ძვირფასეულობა
ლატვიამ საქართველოს ორი მოქალაქე პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
![]() ოცნების საკანონმდებლო ტერორიზმი
![]() რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე უკმაყოფილოა - სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს საქართველოსთვის €252 მილიონის გადახდა დაავალა
ომი უკრაინაში![]() ზელენსკიმ ტრამპს უკრაინული დრონების სანაცვლოდ კიევში „ტომაჰავკის“ რაკეტების გაგზავნა შესთავაზა.
აშშ-სი ჩასული უკრაინის პრეზიდენტი გაოცებულია ტრამპის განცხადებით Tomahawk“-ის გადაცემის თაობაზე
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|