|
2025-10-13 17:15:13, 1685 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკის sCoolApps-ს უკვე 150,000-ზე მეტი მოსწავლე იყენებს
მოზარდები ყოველდღიურად ახალ გამოწვევებს აწყდებიან. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მათ ადრეულ ასაკში ჰქონდეთ საჭირო საბაზისო ცოდნა, რადგან ფინანსური განათლება მათთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საჭირო უნარია. sCoolApp, რომელსაც უკვე 150 000-ზე მეტი მოსწავლე იყენებს ამ პროცესს უფრო მეტად საინტერესოს და მარტივს ხდის. აპლიკაცია მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, დამოუკიდებლად განახორციელონ ფინანსური ოპერაციები, ხოლო მშობლებს კი - დისტანციურად აკონტროლონ მათი აქტივობები. sCoolApp მოსწავლეებს არაერთ მნიშვნელოვან შესაძლებლობას სთავაზობს: ფინანსური ოპერაციები თანხის გადარიცხვა, მობილურის შევსება, ხარჯების გაყოფა მეგობრებთან და მშობლებთან - ამ ყველაფრის გაკეთება ბავშვს სრულიად დამოუკიდებლად შეუძლია. ყულაბა მოსწავლეებს შეუძლიათ საკუთარი მიზნებისთვის sCoolApp-ში ყულაბა გახსნან. დაგროვების ეს მეთოდი ბავშვებისთვის მოტივაციაა, რომელიც, ამავდროულად, მიზნისკენ სვლასაც ასწავლის. მეგობრის მოწვევა აპლიკაციაში რეგისტრაციის შემდეგ მოსწავლე მარტივად იპოვის მოწვევის კოდს, რომლის გაზიარება მეგობრებთან შეუძლია. მოსწავლემ sCoolApp-ში მოცემული ინდივიდუალური კოდი მეგობარს უნდა გაუზიაროს, რომელსაც ის რეგისტრაციისას მიუთითებს. მას შემდეგ, რაც კოდით მეგობარი დარეგისტრირდება ორივე 5-5 ლარს მიიღებს. (კვირაში მაქსიმუმ 10 მოწვევა). შეთავაზებების სივრცე სასიამოვნო და მხიარული დროის გატარება სკოლის მერე ყველას სურს, საჭიროა მხოლოდ sCoolApp-ში შესვლა, სადაც დახვდებათ სპეციალურად მათზე მორგებული აქციების სივრცე. მოსწავლეებს შეთავაზებების გააქტიურება აპლიკაციაშივე შეუძლიათ. ამის შემდეგ კი კვების ობიექტზე ბარათის პოსტერმინალზე გატარებაღა რჩება. და ბოლოს, არ გამორჩეთ sCoolApp-ის საჩუქრების კამპანია გარდა აპლიკაციის ყოველდღიური შესაძლებლობებისა, არ დაგავიწყდეთ, რომ sCoolApp-ში საჩუქრების კამპანია გრძელდება. კამპანიაში მონაწილეობისთვის მოსწავლემ თავისი კოდით sCoolApp-ში 3 მეგობარი უნდა მოიწვიოს. მეგობრების რეგისტრაციის შემდეგ, ის 1500-მდე საჩუქრიდან ერთ-ერთს მიიღებს, მათ შორის: PlayStation, პლანშეტი, LEGO, ველოსიპედი და სხვა. (საჩუქარს VELI.store-ის ვაუჩერის სახით მიიღებს.) კამპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს. თუ თქვენს შვილს ჯერ არ აქვს sCool Card-ი, მას ძალიან მარტივად შეუკვეთავთ. ამისთვის, BOG App-ში მარტივი პროცესის გავლაა საჭირო, რის შემდეგაც ჯადოსნური თავგადასავლები ყოველდღიურ სახეს მიიღებს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
შსს: ინფორმაცია, რომ ქვეყანაში ერთ დღეში 20 000 რუსეთის მოქალაქე შევიდა, დეზინფორმაციაა
მდინარაძე ღარიბაშვილზე - როდესაც კორუფციას ასე უკომპრომისოდ დავუპირისპირდით, იმისთვისაც მზად ვართ, რომ მსგავსი ბრალდებები იქნება
რუსეთის საბაჟო სამსახური: ზემო ლარსის გავლით მგზავრთა ნაკადმა რეკორდი მოხსნა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)