11:39 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-12 16:25:55, 1562 ნახვა

პოლიტიკა
წითლიძე - შეწყვიტეთ დამუნათება და ისტერიკა, ვიდრე მე მითქვამს, რას საქმიანობდით 4 ოქტომბრამდე

გასაგებია ნებისმიერი კითხვა 4 ოქტომბერთან დაკავშირებით და ისიც, რომ მოლოდინია, ორგანიზატორები რას იტყვიან, მაგრამ უნდა გვესმოდეს, ეს ადამიანები არიან ტყვეობაში, სადაც ყველა მათი სიტყვა, მათ შორის ადვოკატებთან იწერება და კონტროლდება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ანა წითლიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც წითლიძე აღნიშნავს, ნებისმიერი მათი განცხადება „რეჟიმმა შეიძლება გამოიყენოს დაკავებულების წინააღმდეგ და დაკავებულთა წრის გასაზრდელად“.

ანა წითლიძე ამბობს, რომ დამუნათება და ისტერიკა უნდა შეწყდეს.

„ნებისმიერი მათი განცხადება, მითუმეტეს თუ აბსურდულ შეთქმულების თეორიებს გავყვებით, რეჟიმმა შეიძლება გამოიყენოს არა მხოლოდ უკვე დაკავებულების წინააღმდეგ ბრალის დასამძიმებლად, არამედ გაზარდოს დაკავებულების წრე!

ორგანიზატორებს საკუთარი თავები გადადებული აქვთ და არ ადარდებთ, 20 წელი ან უვადო რომ მოგვისაჯონ მაგსაც ველითო – ასეთია მათი განწყობა – მაგრამ დარდობენ იმ ადამიანებზე რომლებიც რეჟიმს ჰყავს ტყვედ 4 ოქტომბრის შემდეგ და რომელთა წინააღმდეგაც რეჟიმს შეუძლია ნებისმიერი ზედმეტი სიტყვა ორგანიზატორების მხრიდან, მათივე ბრალის დასამძიმებლად გამოიყენოს.

ეს ადამიანები, იქ, საპატიმროში უყურებენ ტელევიზორს და თითოული სიტყვა გარეთ რას ვიტყვით – არის მათთვის იმედი და მოტივაცია. ნუ, ვიზამთ ისე, გული გავუხეთქოთ ამ ხალხს.

მე არ მჯერა არანაირი შეთქმულების თეორიიის ლილუაშვილ/ყოფილებთან.

არც ხაბეს, არც მურთაზს, არც პაატას – არ გაუჭირდება, შესაბამის დროს, უპასუხონ კითხვებს რაც დაისვა.

ციხეში წავიდა ეს ხალხი და თავი გაწირა ამ პროცესში და რა უნდა იყოს კითხვა, რომელიც ამაზე მეტია და რთული საპასუხო?

შეწყვიტეთ ამ ადამიანების დამუნათება და ისტერიკა.

პ/ს, სანამ მე მითქვამს, 4 ოქტომბრამდე რას საქმიანობდით, 4 ოქტომბერი რომ არ შემდგარიყო!“, – წერს ანა წითლიძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა
არააკრედიტირებული უნივერსიტეტების 2010 წლამდე გაცემული დიპლომი აღიარებული იქნება - მიქანაძე
EUA საქართველოს განათლების რეფორმაზე: ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს უნივერსიტეტების ეფექტურობაზე
ზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics