|
2025-10-10 16:14:02, 1469 ნახვა
პოლიტიკა
ოცნების ერთ-ერთი მთავარი პროპაგანდისტი გრძელიშვილი - საქართველო ამაღლობელისნაირ გმირებს არ იცნობს
საქართველოს ჰყავს დიპ სტეიტის პირველი გმირი, რომელიც პოლიციელზე მოძალადე მზია ამაღლობელია, - განაცხადა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა მთავარმა პროპაგანდისტმა კომუნიკაციების სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი გრძელიშვილმა პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე. პარტია "ქართული ოცნების ერთ-ერთი მტავარი პროპაგანდისტი აცხადებს, რომ საქართველოს ისტორია და საზოგადოება მზიას მსგავს გმირებს არ იცნობს. „ჩვენი ქვეყანა და მისი მრავალსაუკუნოვანი ისტორია აღსავსეა ქართველი გმირების საქმეებით, რომლებმაც დღევანდლ დღემდე მოგვიტანეს სამშობლო. ვახტანგ გორგასალი, დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე, გიორგი ბრწყინვალე, შოთა რუსთაველი, ილია ჭავჭავაძე, ერეკლე მეფე... ასეთ გმირებს ვიცნობთ ჩვენ, ჩვენი საზოგადოება და ჩვენი ქვეყნის იდენტობა. პარალელურად საქართველოს ჰყავს დიპ სტეიტის პირველი გმირი, რომელიც პოლიციელზე მოძალადე მზია ამაღლობელია“,- განაცხადა გიორგი გრძელიშვილმა. აღსანიშნავია, რომ გიორგი გრძელიშვილი მიხეილ სააკაშვილის და მისი პარტიის "ნაციონალური მოძრაობის" დროს მაშინდელ სახელისუფლო პირველ არხზე მუშაობდა, იგი იყო დილის გადაცემის წამყვანი და მასინდელი ხელისუფლების მოტრფიალე.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)