|
2025-10-09 16:20:07, 1265 ნახვა
ეკონომიკა
თიბისიმ საქართველოში პირველი AI Red Team ჰაკათონი RedHack-ი ჩაატარა
5 დღე, 100 მონაწილე, 42 გუნდი და ერთი მიზანი - პირველი ქართული საბანკო გენერაციული ჩატბოტის გაუმჯობესება, რომელიც კიდევ უფრო გაამარტივებს თიბისის მომხმარებელთა ცხოვრებას. 26-30 სექტემბერს თიბისიმ გამართა RedHack - საქართველოს პირველი მასშტაბური AI Red Team ჰაკათონი, რომელიც ორგანიზებული იყო თიბისი IT აკადემიისა და Data & AI გუნდის მიერ. ჰაკათონში მონაწილეებიის მიზანი იყო გამოეცადათ და განევითარებინათ თიბისის ახალი გენერაციული AI ჩატბოტი ეთიკური ,,შეტევების’’, სისუსტეების აღმოჩენისა და უსაფრთხოების გაძლიერების გზით. მონაწილეებმა სხვადასხვა სცენარით Prompt Injection, Bias და Fairness ტესტებით, Hallucination ტესტავდნენ სისტემას, ხოლო AI გუნდი მიღებული შედეგების საფუძველზე მყისიერად იწყებდა ბოტის გაუმჯობესებასა და უსაფრთხოების გაძლიერებას. RedHack დაფუძნდა მეთოდოლოგიებზე, რომლებსაც იყენებენ ისეთი კომპანიები, როგორებიცაა OpenAI, Anthropic და Microsoft, თუმცა ინიციატივა სრულად მოერგო თიბისის შიდა კულტურასა და გარემოს. თიბისისთვის ხელოვნური ინტელექტი მხოლოდ ტექნოლოგიური ტენდენცია არ არის - AI კომპანიის გრძელვადიანი სტრატეგიის ერთ-ერთი ცენტრალური მიმართულებაა. ჰაკათონის შედეგებმა კი კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ AI უსაფრთხოება თიბისისთვის არა მხოლოდ ტექნოლოგიური ამოცანა, არამედ კომპანიის საერთო მიზანია, სადაც თითოეულ თანამშრომელს შეუძლია წვლილი შეიტანოს ინოვაციური სამომხმარებლო გამოცდილების შექმნაში. RedHack არის გზავნილი ტექეკოსისტემისთვის, რომ თიბისი არ არის მხოლოდ კომპანიაა, რომელიც იყენებს AI-ს, არამედ თიბისი ქმნის სტანდარტებს, თუ როგორ უნდა განვითარდეს ხელოვნური ინტელექტის პროდუქტები და მოხდეს მათი პასუხისმგებლიანი და უსაფრთხო გამოყენება.
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)