|
2025-10-09 11:31:47, 1207 ნახვა
პოლიტიკა
ზახაროვას მოსწონს 4 ოქტომბრის არჩევნები და აცხადებს, რომ საქართველოს საშინაო საქმეებში "დასავლელი მოთამაშეების ჩარევა" შემაშფოთებელია.
4 ოქტომბრის აქციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მარია ზახაროვა 8 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა. ზახაროვა იმეორებს ქართული ოცნების ნარატივს, თითქოს მათ დამხობას დასავლეთის დახმარებითა და მითითებებით ცდილობდნენ. ზახაროვას თქმით, საქართველოს საშინაო საქმეებში "დასავლელი მოთამაშეების ჩარევა" შემაშფოთებელია. "სერიოზულ შეშფოთებას იწვევს საქართველოს საშინაო საქმეებში ცნობილი დასავლელი "მოთამაშეების" ჩარევა. "სახელმწიფოების" თქმა, გულწრფელად რომ ვთქვა, მთლად სწორი არაა - "მოთამაშეები".
ევროკავშირელებისა და კიევის რეჟიმის მიერ მხარდაჭერილმა ოპოზიციამ, რომელიც დაკავშირებულია საქართველოში გასამართლებულ უკრაინის მოქალაქე მ. სააკაშვილის ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან, პირდაპირ გააკეთა კანონიერი ხელისუფლების გადაგდების მოწოდება. ამ წლის 4 ოქტომბრის საღამოს თბილისის ცენტრში ერთ-ერთ ოფიციალურ შენობაზე შტურმი სცადეს. გამოიყენეს ყველა ძველი "შაბლონი", რომელთა გამომუშავებაც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებში აქტიურად მიმდინარეობდა." - თქვა რუსეთის საგარეო უწყების სპიკერმა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)