|
2025-10-08 14:56:02, 1189 ნახვა
პოლიტიკა
ოცნების პრემიერი - ევროპა პანაცეა არ არის! ევროპა იყო ბატონი გებელსიც
"ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის ბიუროკრატიის მხრიდან გაკეთებული განცხადებები მწვავედ კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და მათ „გებელსისეული პროპაგანდის გაგრძელება“ უწოდა. შესაბამისი განცხადება კობახიძემ ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. „ევროპა პანაცეა არ არის! ევროპა იყო ბატონი გებელსიც, რომელიც 40-იან წლებში ევროპის ყველაზე ძლიერ სახელმწიფოში მოღვაწეობდა. არ შეიძლება 40-იანი წლებიდან 80 წლის თავზე, ევროპაში გებელსისეული პროპაგანდა დაბრუნდეს,“ - განაცხადა კობახიძემ. მისი თქმით, „სამარცხვინო ტყუილებია ის განცხადებები, რასაც ევროპული ბიუროკრატიისგან ვისმენთ“ მათ შორის, საუბარია ეუთო/ოდირის მიერ 4 ოქტომბერთან დაკავშირებით გავრცელებულ შეფასებებზე. კობახიძის განცხადებით, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) განცხადებაში გამოთქმული შეხედულებები რეალობას არ შეესაბამება. „4 ოქტომბერს იყო უმძიმესი ძალადობა. საჭირო გახდა 15 პოლიციელის ჰოსპიტალიზება, მათ შორის ორმა სიკვდილს ბეწვზე გადაურჩა. ამ ფონზე ოდირის წარმომადგენლები აკეთებენ განცხადებებს, რომლებიც შეიცავს აბსურდულობას,“ - აღნიშნა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)