|
2025-10-07 17:53:57, 709 ნახვა
სამართალი
კაცს, რომელმაც პოლიციელი დანით დაჭრა, 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება
34 წლის მალხაზ გიგუაშვილს, რომელსაც პატრულ-ინსპექტორის დაჭრას ედავებიან, ბრალი უკვე წარუდგინეს. მას 16-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 19-353-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით, რაც გულისხმობს პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის მცდელობას მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. პროკურატურა სასამართლოსგან მოითხოვს, ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდოს. აღკვეთის ღონისძიების განსაზღვრისთვის სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში, სავარაუდოდ, დღეს, 7 ოქტომბერს დაინიშნება. ინციდენტს, რომლის შემდეგაც პოლიციელი დაიჭრა, თავად ბრალდებული იღებდა. მას საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე პირდაპირი ეთერი ჰქონდა ჩართული. ვიდეოში ჩანს, რომ გიგუაშვილი პოლიციამ შემოწმების მიზნით გააჩერა. შემოწმების პარალელურად, მას პატრულ-ინსპექტორებმა რამდენჯერმე სთხოვეს, მანქანის ძრავა ჩაექრო, თუმცა გიგუაშვილი მათ არ ემორჩილებოდა. რამდენიმეწუთიანი კამათის შემდეგ ერთ-ერთმა პოლიციელმა მანქანის კარი გააღო და გიგუაშვილის ძალით გადმოყვანა სცადა.
გიგუაშვილის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებული ვიდეოების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, შსს-ს უნდა სცოდნოდა, რომ ის მანქანით არაერთ დანას ატარებდა. მის ძველ ვიდეოებში ჩანს, რომ სხვა პატრულ-ინსპექტორებთან აქამდეც ჰქონდა რამდენიმე ინციდენტი – არ ემორჩილებოდა მათ მითითებებს და ამ ყველაფერს ლაივში იღებდა. ბოლო რამდენიმე დღეში გიგუშვილმა რამდენჯერმე ჩართო ფეისბუქ-ლაივი, სადაც მისი და პოლიციელების კომუნიკაცია ჩანს. ერთ-ერთ ვიდეო დაახლოებით 10 წუთს გრძელდება. მთელი ამ ხნის განმავლობაში გიგუაშვილს თბილისის შემოსასვლელში, მაგისტრალზე მოსდევს საპატრულო პოლიციის მანქანა, საიდანაც პოლიციელები მოუწოდებენ, გააჩეროს მანქანა. თუმცა ის არ ემორჩილება.
ამავე ვიდეოში ის ასახელებს მიზეზს, რის გამოც აღარ ემორჩილება პოლიციას: “შემამოწმა, ყველაფერი წესრიგში მქონდა, ნასვამი არ ვიყავი, დანაზეც გაერკვიენ. რა უნდათ, რა? გაარკვიოს ბატონმა მამუკა მდინარაძემ და ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა”. უფრო ადრე ჩართულ ფეისბუქ-ლაივში ჩანს, რომ მას პოლიცია აჩერებს, შემდეგ კი მანქანაში, სავარძლებს შორის, ხელმისაწვდომ ადგილას დადებულ ორ დანას პოულობს. გიგუაშვილი არც ამ შემთხვევაში ემორჩილება პოლიციელების მოწოდებას ძრავის ჩაქრობის და მანქანიდან გადასვლის შესახებ. კითხვას, რამე კანონსაწინააღმდეგო ხომ არ აქვს, გიგუაშვილი ჯერ უარით პასუხობს, შემდეგ კი ცელოფნის პარკს იღებს, ხსნის და პოლიციელებს აჩვენებს კიდევ მინიმუმ ორ დანას. საბოლოოდ, პოლიციელი მას პირადობის მოწმობასაც უბრუნებს, დანებსაც და უშვებს. გიგუაშვილის ფეისბუქით ირკვევა, რომ მასსა და პოლიციელებს შორის კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა 3 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან მიმდინარე პროევროპული საპროტესტო აქციის დროს. გიგუაშვილი თავს “ქართული ოცნების” მხარდამჭერად აიდენტიფიცირებს. ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტში ის აქციის მონაწილეებს “აგენტურას” უწოდებს. ის წერს, რომ აქციის მონაწილეებს გამოელაპარაკა, მას შემდეგ კი, რაც შეიგინა, ერთ-ერთმა ქალმა პოლიციას დაუძახა. გიგუაშვილი წერს, რომ პოლიციელებმა მოშორებით გაიყვანეს, გამოკითხვა დაიწყეს და საბუთები მოსთხოვეს, შემდეგ კი ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს. გიგუაშვილი წერს, რომ გაქცევის დროს წაბორძიკდა და ჩანთიდან დანა გადმოუვარდა. პოლიციელებმა ეს შეამჩნიეს, გაჩხრიკეს, შემდეგ კი საპატრულო ეკიპაჟის მანქანით გაიყვანეს ტერიტორიიდან და მოშორებით გაუშვეს. ეს გიგუაშვილის დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე მომხდარი ინციდენტებია, რომელთა შესახებ ინფორმაცია ბრალდებულის სოციალურ ქსელში მოიპოვება.
ალიევი - ამ რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი, მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე
მოღალატევ, რუსების მონა - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ყოფილ პრემიერ ნოღაიდელს დაუპირისპირდა
აფგან სადიგოვი, პოლიციამ დააკავა
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)